დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყაზახეთი, ნავთობის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენამდე გადასატანად ტანკერებს ყიდულობს

ყაზახეთი, ნავთობის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენამდე გადასატანად ტანკერებს ყიდულობს

2023-08-28 14:00:55

ყაზახურმა KazMunayGas-მა (KMG) Emirati AD Ports Group-ისგან 3 ტანკერი შეიძონა, რომლებიც  ყაზახური ნავთობის კასპიის ზღვის გავლით ტრანსპორტირებისთვის იქნება გამოყენებული. ამის შესახებ ყაზახური მედია წერს. 

KMG-ის ხელმძღვანელმა მაგზუმ მირზაგალიევმა აბუ დაბიში მოგზაურობისას თქვა, რომ წლის ბოლომდე  ელოდება ორი აფრამაქსის მიღებას, რომლითაც 115 ათასი ტონა ნავთობის გადაზიდვა იქნება შესაძლებელი.

ამრიგად, KMG-ისა და Ad Ports Group-ის ერთობლივი საწარმოსგან Caspian Integrated Maritime Solutions (CIMS) მიღებული ტანკერების ჯამური რაოდენობა იქნება - 7 ნავთობტანკერი.

ყაზახეთი მუშაობს ევროპისკენ ნავთობის მიწოდების ალტერნატიული მარშრუტის გაფართოების იდეაზე - კასპიის ზღვით და შემდეგ აზერბაიჯანის გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით. სამომავლოდ ყაზახეთის ხელისუფლება ამ გზით 20 მილიონ ტონამდე ნავთობის მიწოდებას ელის.

თუმცა, ამას შესაძლოა, დიდი ხარჯები დასჭირდეს: აუცილებელია აქტაუს პორტის სიმძლავრის გაფართოება, ისევე როგორც თავად BTC-ის გამტარუნარიანობის გაზრდა. ვინ და როგორ დააფინანსებს ამ სამუშაოებს, უცნობია. ამასობაში ყაზახეთი არაბეთის გაერთიანებული საამიროების დახმარებით ტანკერების ფლოტს აფართოებს.

დღეს, ყაზახეთის საექსპორტო ნავთობის დაახლოებით 80% რუსეთის გავლით კასპიის მილსადენის კონსორციუმისა და ატირაუ-სამარას ნავთობსადენის მილსადენებით მიწოდება, შემდგომ კი „დრუჟბას“ ნავთობსადენით ევროპაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები