დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა არის NES.GE-ს კონკურენტული უპირატესობა და როგორ ეხმარება პლატფორმა სამუშაოს მაძიებლებს

რა არის NES.GE-ს კონკურენტული უპირატესობა და როგორ ეხმარება პლატფორმა სამუშაოს მაძიებლებს

2023-09-16 21:35:47

შრომის ბაზრის მართვის ელექტრონული პლატფორმა NES.GE (NEW EMPLOYMENT SOLUTIOS - GEORGIA) ადგილობრივ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს.

როგორც Business Insider Georgia-თან კომპანიაში აცხადებენ, მათი მიზანია სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები ერთმანეთთან დააკავშირონ. ასევე დაეხმარება აღმოუჩინონ სამუშაოს მაძიებლებს დასაქმებასა და კარიერულ განვითარებაში, ხოლო კომპანიებს კვალიფიციური პერსონალის მოძიებაში.

საგულისხმოა, რომ 2020 წელს NES.GE ბაზარზე პირველი აღმოჩნდა, რომელმაც სამუშაოს მაძიებელს გაუგზავნა მოკლე ტექსტურ შეტყობინება მისთვის სასურველი ვაკანსიის შესახებ.

„კომპანიას კონკურენტებისგან ინოვაციური გადაწყვეტილებები, მომხმარებელზე მორგებული სერვისები გამოარჩევს. ურთიერთკავშირი, შესაძლებლობები, განვითარება - ეს სიტყვები NES.GE-თან უნდა ასოცირდებოდეს“, - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი მარად ბარამიძე.

რა რესურსები აქვს კომპანიას:

2019 წლიდან დღემდე NES.GE-ს გუნდმა შეძლო შემდეგი რესურსების შეგროვება: სოციალური მედია - ჯგუფები 150K წევრი; გამომწერების რაოდენობა ჩვენს 3 ძირითად გვერდზე (Fb,Linkedin) – 116k+; რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელი - 130k+; რეგისტრირებული პარტნიორი კომპანია - 3500+; ვებგვერდზე საშუალოდ ყოველდღიური ვიზიტორების რაოდენობა 4000+-ია; ვაიბერ, ტელეგრამ ვათსაპ ჩანელები 15K+;

შესაძლებლობები რომელსაც იღებენ კომპანიები NES.GE-ზე ვაკანსიის განთავსებით:

უფასო წვდომა უმსხვილეს მონაცემთა ბაზასთან; რეკლამა სოციალურ მედიაში; SMS შეტყობინებები სამიზნე აუდიტორიასთან სწრაფი უკუკავშირისთვის; პერსონალის მოძიების სწრაფი და ეფექტური მიდგომა; განთავსება რუკაზე; ვაკანსიების ანალიტიკა; (როგორც Google, Top.ge, ასევე საიტს აქვს ჩაშენებული პროფილში, ყოველი თვის ბოლოს კომპანიას სურვილისამებრ ეგზავნება რაპორტი); გამოქვეყნება სოციალურ მედიაში; საშუამავლო მომსახურების გაწევა AI ასისტენტის დახმარებით; პერსონალური ასისტენტის დახმარება;

რაც შეეხება სიახლეებს, როგორც კომპანიის ხელმძღვანელი მარად ბარამიძე Business Insider Georgia-თან აცხადებს, კომპანია უახლოეს პერიოდში გეგმავს სააგენტოს ფუნქციების შეთავსებას.

„კერძოდ, სამუშაოს მაძიებლები ისარგებლებენ საშუამავლო მომსახურებით, ასევე ჩვენს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მაძიებლებისათვის იგეგმება კარიერული განვითარების მენტორის ჩართულობა,“ - ამბობს მარად ბარამიძე.

მისივე ინფორმაციით, კომპანია აგვისტოში 300-მდე პარტნიორს სხვადასხვა მიმართულებით მოემსახურა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები