დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა დარგები შეიძლება გახდეს საქართველოში ინდოელი ინვესტორების სამიზნე - დავით ცირდავა

რა დარგები შეიძლება გახდეს საქართველოში ინდოელი ინვესტორების სამიზნე - დავით ცირდავა

2023-07-19 16:00:34

ინდოეთი საქართველოსთვის დიდი და საინტერესო ბაზარია, არა მხოლოდ ექსპორტის არამედ იმპორტის მიმართულებითაც, - ამის შესახებ  Busieness Insider Georgia-თან აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა დავით ცირდავამ განუცხადა. 

მისივე თქმით, ინდოეთიდან ინვესტორებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი აინტერესებთ. 

„საქართველოში 17 საბროკერო კომპანია ჩამოგვყავს. ჩვენი სურვილია აგრომიმართულებით განხორციელდეს ინვესტირება. ერთ-ერთი კომპანია ინტერესდება იმერეთის აგროზონით და ამ კუთხით შეხვედრები საქართველოს ეკონომიკის სამინისტროშიც გაიმართა. სახელმწიფოს გამოყოფილი აქვს ფართობი და ინტერესეთა გამოხატვის საფუძველზე შესაძლოა, შესყიდვა გაკეთდეს“, - ამბობს ცირდავა. 

მისივე თქმით, ინდოეთისთვის საქართველო საინტერესოა, როგორც ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების მქონე ქვეყანა.

„შესაბამისად, არის ინტერესი, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე გაიყიდოს, რდგან ჩვენი ქვეყნიდან შესაძლებელია ევროკავშირის 500 მილიონიან ბაზარზე წვდომა.

ინდოეთისა და გალფის ქვეყნების ბიზნეს-სამიტზე, რომელიც ჩვენი ეგიდით ივნისში გაიმართა, სწორედ ამ ინტერესებზე საუბარი. ასევე არის 3 ინვესტორი, ინდოეთიდან, რომელთაც საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელება სურთ, თუმცა არ მინდა მოვლენებს გავუსწრო“, - ამბობს ცირდავა. 

ინდოეთიდან საქართველოში იმპორტი 47%-იან ზრდას, ხოლო ექსპორტი 39%-იან კლებას აფიქსირებს.

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-აპრილში ინდოეთიდან საქართველოში 37,002.26 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 25,213.97 ათასი დოლარის, შესაბამისად ზრდა 46.8%-ია. 

ბოლო წლების სტატისტიკით ინდოეთიდან იმპორტი ზრდის ტრენდზეა, თუმცა რეკორდული ამ მხრივ 2022 წელი იყო, როდესაც ამ ქვეყნიდან საქართველოში 94,149.01 ათასი დოლარის პროდუქცია გადმოიზიდა.

2023 წლის 4 თვის სტატისტიკით, ინდოეთიდან იმპორტის 20%-ი სამკურნალო საშუალებებზე მოდის.

ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის შესახებ წინასწარი კვლევა 2017 წელს დაიწყო და 2019 წელს დასრულდა. 

შესაბამის დოკუმენტს ნიუ-დელიში 2017 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ და ინდოეთის კომერციისა და მრეწველობის სახელმწიფო მინისტრმა ნირმალა სითარამანმა მოაწერეს ხელი. 

ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში ქართულ პროდუქციას დამატებით მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი, 1.3 მილიარდიანი ბაზარი გაეხსნება. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

1 საათის წინ

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები