დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა განაპირობებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას - ვახტანგ ცინცაძის შეფასება

რა განაპირობებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას - ვახტანგ ცინცაძის შეფასება

2024-04-05 11:00:00

ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში ფიქსირდება საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ დილის ეთერში რუბრიკა „ბიზნეს ინსაიდერში“ გიორგი აბაშიშვილთან საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.

„2021 წელს ეკონომიკური ზრდა იყო 10.6%, 2022 წელს 11%, 2023 წელს 7,5%. საშუალო ეკონომიკური ზრდა ამ სამი წლის განმავლობაში იყო დაახლოებით, 9,7%. პოზიტიური ტენდენცია გრძელდება 2024 წლის იანვარ-თებერვალში და ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი შეადგენს 7,7%-ს. თებერვალში ეკონომიკური ზრდა 9,5% იყო. რა განაპირობებს ახლა ეკონომიკურ ზრდას? პირველ რიგში აღვნიშნავ რომ ეს განპირობებულია საქართველოს მთავრობის გონივრული და თანმიმდევრული მაკროეკონომიკური პოლიტიკით. ამას ხაზს უსვამენ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიები და ფაქტობრივად, ყველა საკრედიტო სარეიტინგო კომპანია ამ ფაქტორს აღნიშნავს“, - განაცხადა ცინცაძემ.

მისი თქმით, ამ ფონზე ბიზნესის მოლოდინები არის მზარდი.

„ეკონომიკური ზრდა 2023 წელს ძირითადად იყო ინვესტიციებით განპირობებული, რეალური ინვესტიციები ეკონომიკაში დაახლოებით 23% არის გაზრდილი. ამას ხელს უწყობს მშპ-ში კაპიტალური ხარჯების მაღალ დონეზე შენარჩუნება, რაც დაახლოებით 8%-ის ფარგლებშია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მზარდია სავალუტო შემოდინებები. 2023 წელს ქვეყანაში დაფიქსირდა ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი. რეკორდულია ტურიზმიდან მიღებულია შემოსავლის მაჩვენებლები, საკმაოდ მაღალია საინფორმაციო და კომუნიკაციების სფეროს მომსახურების ექსპორტი, რაც ასევე მნიშვნელოვანი სექტორია და ზოგადად ეკონომიკის ახალი სექტორია, რომელიც საკმაოდ წარმატებულია და კიდევ უფრო ვითარდება. ასევე საკმაოდ მაღალ დონეზე ნარჩუნდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ეს ყველაფერი კი განაპირობებს სტაბილურ ეროვნულ ვალუტას. რაც ქვეყანაში ბიზნესისთვის დამატებითი სტიმულია“, - განაცხადა ცინცაძემ.

მისი თქმით, საქართვლო არის ეღთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ინფლაცია და ინფლაციური მოლოდინები დაძლია. 

„ინფლაცია, ბოლო 10 თვეა ქვეყანაში 1%-ზე დაბალ ნიშნულზეა“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები