დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა საზაფხულო აქცია აქვს ლიბერთის და როგორ უნდა ისარგებლოს მომხმარებელმა სესხის თანხაზე 2%-მდე ქეშბექით

რა საზაფხულო აქცია აქვს ლიბერთის და როგორ უნდა ისარგებლოს მომხმარებელმა სესხის თანხაზე 2%-მდე ქეშბექით

2024-04-16 13:00:00

ლიბერთი „გაზარდე შენი ბიზნესის" კამპანიის ფარგლებში, ბიზნეს და აგრო მომხმარებლებს საგაზაფხულო  აქციას სთავაზობს, რომელიც აპრილის ბოლომდე გრძელდება და მომხმარებლებს აქციის ფარგლებში აღებული სესხის 2%-მდე ქეშბექით სარგებლობა შეუძლიათ. შეთავაზება ვრცელდება როგორც არსებულ და ახალ მომხმარებლებზე, ასევე სხვა ბანკიდან გადმოტანილ სესხებზეც. როგორც Business Insider Georgia-ს ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნეს მიმართულების დირექტორის მოადგილე ირაკლი აბაშიძემ განუცხადა, საგაზაფხულო აქცია, 1-ელი მარტიდან დაიწყო და 30 აპრილამდე გრძელდება.

შესაბამისად, ვისაც კარგი შეთავაზების კარგი პირობებით მიღება სურს, უნდა იჩქაროს. აქციის ფარგლებში ლიბერთის მომხმარებელი  ისარგებლებს ქეშბექით, ანუ სესხის აღებიდან 1 თვის ვადაში, მას აღებული თანხის 2% დაუბრუნდება ანგარიშზე და მომხმარებელი მისი ნებისმიერი მიზნით გამოყენებას შეძლებს. სესხის გაცემამდე, ჩვენ სიღრმისეულად ვაანალიზებთ მომხმარებლების შემოსავლებს და საჭიროებებს და ამის მიხედვით ვიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენი სეგმენტის მომხმარებლების ბიზნესები და აგრო მეურნეობების უმეტესი ნაწილი მკვეთრად გამოხატული სეზონურობით ხასიათდება. კერძოდ, ბიზნესები ემზადებიან ზაფხულისთვის, ივსება მარაგები, ფერმერები და აგრო მეურნეობები კი ეწევიან საგაზაფხულო სამუშაოებს, რისთვისაც უწევთ ხარჯების გაწევა. შემოსავლის მიღებას კი იწყებენ მოსავლის აღების და რეალიზაციის შემდეგ. სწორედ ამიტომ, გადახდებს ვურგებთ შემოსავლებს, რაც გულისხმობს, როგორც საშეღავათო პერიოდის მიცემას, ისე ნებისმიერი ტიპის არასტანდარტულ გრაფიკს“, - განმარტავს ირაკლი აბაშიძე.

ლიბერთის მიკრო და მცირე ბიზნესის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ხათუნა ჭელიძე ამბობს, რომ სესხის აღებისთვის და აქციაში ჩართვისთვის, მთავარია მომხმარებელს შემოსავალი  ბიზნესიდან ან აგრომეურნეობიდან ჰქონდეს.

მისივე განმარტებით, სესხის თანხა განისაზღვრება 1,000-დან 50,000 ლარამდე. რაც შეეხება სესხის მიზნობრიობას, ის შეზღუდული არ არის. კერძოდ, მომხმარებელს შეუძლია ეს თანხა  გამოიყენოს ბიზნეს და აგრო მეურნეობის გასაფართოებლად,  ან პირადი მიზნებისთვის.

„ჩვენს მომხმარებლებს, გარდა ქეშბექისა, აქციის ფარგლებში ფინანსურ რესურსებზე სწრაფად წვდომასაც ვთავაზობთ - განაცხადის შევსებიდან რამდენიმე საათში შეუძლია სესხით სარგებლობა. საგაზაფხულო სამუშაოებისას, დრო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ამიტომ ამ კუთხითაც ვუქმნით ჩვენს მომხმარებლებს კომფორტს და იგი ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე იღებს სესხს და თან აქციაშიც ერთვება. და რა თქმა უნდა, ამ სეგმენტის კლიენტებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი - აღნიშნული სესხები გაიცემა უზრუნველყოფის გარეშე. ვგულისხმობთ, რომ სესხის ასაღებად, არ მოითხოვება არც უძრავი ქონება და არც თავდებობა“, - ამბობს  ხათუნა ჭელიძე.

ბანკის ინფორმაციით, ქეშებქად დაბრუნებული თანხა, სესხის გაცემიდან 1 თვეში,  მომხმარებლის ანგარიშზე განთავსდება.

აქციის დაანონსებიდან ერთ თვეზე მეტი უკვე გასულია და როგორც ლიბერთის მიკრო და მცირე ბიზნესის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე აცხადებს, აქციაში ჩართვისთვის ყველა რეგიონიდან დიდი აქტიურობა ფიქსირდება.

ლიბერთიმ კამპანიის „გაზარდე შენი ბიზნესის“ განხორციელება 2023 წლიდან დაიწყო და მომხმარებლების მხრიდან დაინტერესება იმდენად მაღალი იყო, რომ ბანკმა აქცია წელსაც ჩაუშვა.

„ზოგადად, ვცდილობთ, რომ ყველა ჩვენი პროდუქტი და მომსახურება ზუსტად იყოს მორგებული კამპანიის შინაარსს და მომხმარებლების ინტერესებს. კამპანია კიდევ უამრავი სიახლით გაგრძელდება, დავრჩებით ორიენტირებულნი მომხმარებლების შემოსავლებსა და საჭიროებებზე, რათა ხელი შევუწყოთ ბიზნესების და აგრომეურნეობების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში“, - ამბობს ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნეს მიმართულების დირექტორის მოადგილე ირაკლი აბაშიძე.

მისივე განმარტებით, ბანკი საკუთარ მომხმარებელს საკმაოდ მოქნილს პირობებს სთავაზობს და როცა ისინიც ხედავენ, რომ ლიბერთი მათი გრძელვადიანი პარტნიორია უფრო თამამად მოდიან თანამშრომლობაზე.

„ჩვენ მომხმარებლის შემოსავლებით ვხელმძღვანელობთ, ვცდილობთ, სწორად შევაფასოთ ისინი და სწორედ შეფასებული შემოსავლებიდან გამომდინარე გავცეთ სესხი. ჩვენი ინტერესიცაა, მომხმარებელი რაც შეიძლება სწორად დაფინანსდეს, რათა თანხა ფინანსურ ტვირთად კი არ ექცეს, არამედ მისი მეშვეობით ბიზნესი გაზარდოს. ამიტომ, როცა მომხმარებლები ხედავენ, რომ ჩვენ მათი გრძელვადიანი პარტნიორები ვართ, უფრო თამამად მოდიან თანამშრომლობაზე. ამ ყველაფერს მოქნილი პირობების მქონე აქციაც რომ ემატება, მომხმარებლების მხრიდან მომართვიანობაც იზრდება“, - აღნიშნა ირაკლი აბაშიძემ.

 

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები