დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენი ავტომობილია საქართველოში იურიდიული პირების საკუთრებაში

რამდენი ავტომობილია საქართველოში იურიდიული პირების საკუთრებაში

2023-06-30 10:30:57

საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 90%-ი ფიზიკური პირების საკუთრებაშია, ხოლო 10%-ი იურიდიული პირების.

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის მდგომარეობით ოფიციალურად რეგისტრირებული იყო 1 563,2 ათასი ავტომობილი, საიდანაც 1 400,1 ათასი ფიზიკური პირების, ხოლო 163,2 ათასი კერძო პირების საკუთრებაშია.

კერძო პირების საკუთრებაში მყოფი ავტომობილებიდან, ყველაზე მეტი,  30%-ი თბილისშია რეგისტრირებული, სულ 425,6 ათასი ავტომობილი.

ავტომობილების რეგისტრაციის მაჩვენებლით, მეორე ადგილზე, 14%-ით იმერეთია ( 200,5 ათასი ავტომობილი კერძო პირების საკუთრებაში).

რაც შეეხება იურიდიული პირების საკუთრებაში მყოფი ავტომობილებიდან, რომელთა რაოდენობაც 2022 წლის ბოლოსთვის 163,2 ათასი იყო, 64%-ი თბილისშია რეგისტრირებული.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს იურიდიული პირების საკუთრებაში მყოფი ავტომობილების რაოდენობა 2021 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 0,9%-ით არის გაზრდილი. 

მაშ ასე, 2022 წლის სტატისტიკით ქვეყანაში რეგისტრირებული 1 563,2 ათასი ავტომობილიდან 1 333,0 ათასი იყო მსუბუქი ავტომობილი, 111,2 ათასი სატვირთო ავტომობილი, 64,6 ათასი სპეციალური დანიშნულების ავტომობილი, 54,3 ათასი  სამგზავრო (ავტობუსები და მიკროავტობუსები) და 0,1 ათასი უცნობია. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

6 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები