დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ შეჩერდება ფრენები ქუთაისიდან გდანსკისა და ვროცლავის მიმართულებით - Wizz Air-ის განმარტება

რატომ შეჩერდება ფრენები ქუთაისიდან გდანსკისა და ვროცლავის მიმართულებით - Wizz Air-ის განმარტება

2024-03-05 17:24:00

ავიაკომპანია Wizz Air-ი ადასტურებს, რომ უახლოეს თვეებში დაგეგმილი Pratt & Whitney-ის ძრავის შემოწმების გამო, რომელიც ავიაკომპანიის კონტროლს მიღმაა, ნამდვილად იგეგმება რამდენიმე მიმართულებით ფრენების შეჩერება. კომპანიის ცნობით, აღნიშნული ცვლილებები ყველაზე მინიმალურად ეხება Wizz Air-ის ქუთაისის ბაზას და ფრენები დროებით მხოლოდ გდანსკისა და ვროცლავის მიმართულებით შეჩერდება.

„ყველაზე მინიმალურად ეხება Wizz Air-ის ქუთაისის ბაზას და ფრენები დროებით მხოლოდ გდანსკისა და ვროცლავის მიმართულებით შეჩერდება“, აცხადებენ Wizz Air-ში და დასძენენ, რომ ყველა სხვა მიმართულებით, მომხმარებლები კვლავ შეუფერხებლად შეძლებენ მოგზაურობას.
მგზავრების კომფორტსა და საუკეთესო გამოცდილების შექმნაზე მზრუნველმა ავიაკომპანიამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მინიმუმამდე დაეყვანა შეფერხებები და შესაძლო დისკომფორტი, სწორედ ამიტომ, ფრენების განრიგი გამგზავრების თარიღებამდე რამდენიმე კვირით ადრე შეიცვალა და მომხმარებლებს საშუალება მიეცათ, ცვლილებების შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ გააკეთონ არჩევანი სამ ვარიანტს შორის:

• სხვა ფრენის დაჯავშნა უფასოდ;
• 120%-იანი ანაზღაურება WIZZ კრედიტის ბალანსზე;
• თანხის 100%-იანი ანაზღაურება საბანკო ანგარიშზე.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები