დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის ბირჟაზე

როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის ბირჟაზე

2023-06-19 11:02:42

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 29.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.99% წინა კვირასთან შედარებით და - 11.41% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 651 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 29.10 - 30.60 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 105 ათასი აქცია შეადგინა.

გალტ & თაგარტის ცნობით, 12–16 ივნისის განმავლობაში ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასები მნიშვნელოვანად შეიცვალა.

საქართველოს ბანკის ჯგუფის აქციების ფასები თვის ჭრილში ათ პროცენტზე მეტითაა შემცირებული, ხოლო თიბისი ბანკისა და Georgia Capital-ის აქციების ფასები 4–5%-ითაა გაზრდილი. 

თიბისი ბანკის ჯგუფი (TBCG LN) თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 25.25 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.85% წინა კვირასთან შედარებით და +3.91% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 358 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 24.35 - 25.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 62 ათასი აქცია შეადგინა. 

საქართველოს კაპიტალი (CGEO LN) Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 8.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.12% წინა კვირასთან შედარებით და +4.88% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 78 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 8.15 - 8.60 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 31 ათასი აქცია შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

12 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები