დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორი იქნება საქართველოს ეკონომიკა, ინფლაცია და ლარის კურსი მომდევნო 6 თვის განმავლობაში - ეკონომისტების პროგნოზი

როგორი იქნება საქართველოს ეკონომიკა, ინფლაცია და ლარის კურსი მომდევნო 6 თვის განმავლობაში - ეკონომისტების პროგნოზი

2024-04-11 17:00:00

PMCG - ი 2023 წლის პირველ კვარტალში ეკონომისტების გამოკითხვის შედეგად  საქართველოს ეკონომიკური კლიმატის მდგომარეობის შესახებ მიმოხილვას აქვეყნებს. 

გამოკითხვის თანახმად, 2024 წლის I კვარტალში ქართველი ეკონომისტები დადებითად აფასებენ საქართველოს მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობას.

მათი შეფასება მცირედით გაუმჯობესდა როგორც 2023 წლის IV კვარტლის შეფასებასთან, ასევე, 2023 წლის I კვარტლის შეფასებასთან შედარებით. 

2024 წლის I კვარტალში გამოკითხული ეკონომისტების მოლოდინი საქართველოში მომდევნო ექვსი თვის ეკონომიკური მდგომარეობის მიმართ მცირედით დადებითია.

მოლოდინი მცირედით გაუარესდა იმ პროგნოზთან შედარებით, რომელიც ეკონომისტებს მომდევნო ექვსი თვის მიმართ ჰქონდათ 2023 წლის IV კვარტალში, თუმცა, საგრძნობლად გაუმჯობესდა 2023 წლის I კვარტლის უარყოფით პროგნოზთან შედარებით. 

გარდა არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინის დაფიქსირებისა, გამოკითხულმა ექსპერტებმა გააკეთეს ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორების პროგნოზი საქართველოსთვის.

• რეალური მშპ-ს მოსალოდნელი ზრდის პროგნოზი 2024 წელს საშუალოდ 5.3%-ს შეადგენს.

• მომდევნო 6 თვის განმავლობაში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მოსალოდნელია ინფლაციის ზრდა. 2024 წლისთვის მოსალოდნელი ინფლაციის მაჩვენებელი საშუალოდ 3.4%-ია.

• მომდევნო 6 თვის ბოლომდე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მოსალოდნელია, რომ ქართული ლარი გამყარდება აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში, ხოლო გაუფასურდება რუსულ რუბლთან და თურქულ ლირასთან მიმართებაში.

• მომდევნო 6 თვის განმავლობაში, 2023 წელთან შედარებით, მოსალოდნელია ექსპორტის მოცულობის შემცირება.

• მომდევნო 6 თვის განმავლობაში, 2023 წელთან შედარებით, მოსალოდნელია იმპორტის მოცულობის ზრდა.

რეალური მშპ-ს მოსალოდნელი ზრდის პროგნოზი 2024 წელს საშუალოდ 5.3%-ს შეადგენს.

• მომდევნო 6 თვის განმავლობაში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მოსალოდნელია ინფლაციის ზრდა. 2024 წლისთვის მოსალოდნელი ინფლაციის მაჩვენებელი საშუალოდ 3.4%-ია.

• მომდევნო 6 თვის ბოლომდე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მოსალოდნელია, რომ ქართული ლარი გამყარდება აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში, ხოლო გაუფასურდება რუსულ რუბლთან და თურქულ ლირასთან მიმართებაში.

• მომდევნო 6 თვის განმავლობაში, 2023 წელთან შედარებით, მოსალოდნელია ექსპორტის მოცულობის შემცირება.

• მომდევნო 6 თვის განმავლობაში, 2023 წელთან შედარებით, მოსალოდნელია იმპორტის მოცულობის ზრდა.

გამოკითხვის ფარგლებში, ეკონომისტებმა 2024 წლის I კვარტალში საქართველოს ეკონომიკაზე ყველაზე დიდი ზეგავლენის მქონე ფაქტორებად სამუშაო ძალის დეფიციტი და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი დააიდენტიფიცირეს.

ასევე, მნიშვნელოვანი გავლენის მქონე ფაქტორებს შორის აღმოჩნდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება და უკრაინაში მიმდინარე ომი.

• გამოკითხული ეკონომისტების შეფასებით, უარყოფით ფაქტორებს უფრო დიდი გავლენა აქვთ საქართველოს ეკონომიკაზე (სამუშაო ძალის დეფიციტი, რუსეთუკრაინის ომი), ვიდრე პოზიტიურ განვითარებებს (მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება, დაბალი ინფლაცია).

2024 წლის იანვრიდან საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) ამცირებს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს,* თუმცა, ამავდროულად, ასახელებს ზოგიერთ ფაქტორს, რომლებმაც, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მიმდინარე დაღმავალი ტრაექტორია შეცვალოს.

• გამოკითხული ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ეროვნული ბანკის მიერ ხაზგასმული ფაქტორებიდან, რომლებმაც შეიძლება მონეტარული პოლიტიკის დაღმავალი ტრაექტორია შეცვალოს, გეოპოლიტიკური დაძაბულობა მთავარი რისკია. გარდა ამისა, ეკონომისტების უმეტესობა იმპორტირებული ინფლაციის რისკებს მონეტარული პოლიტიკის შერბილებისთვის მაღალი ან ძალიან მაღალი საფრთხის მქონედ მიიჩნევს.

საქართველომ, როგორც ევროკავშირის ახალმა კანდიდატმა ქვეყანამ, თავისი პირველი ეკონომიკური რეფორმების პროგრამა (ერპ) ევროპის ცენტრალურ ბანკს წარუდგინა. ამის გათვალისწინებით, ეკონომისტებმა შეაფასეს ერპ-ის სხვა-დასხვა სფერო საქართველოსთვის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოვების სირთულის მიხედვით.

• შედეგების თანახმად, დასაქმება და შრომის ბაზარი ყველაზე დიდი გამოწვევის მქონე სფეროა საქართველოსთვის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოვების თვალსაზრისით. ასევე, გამოწვევების მქონე სფეროებს განეკუთვნება ენერგეტიკული ბაზრის რეფორმები, სოციალური დაცვა და ჯანდაცვა.

• გამოკითხული ეკონომისტების მოსაზრებები ერთმანეთისგან ყველაზე მეტად განსხვავებულია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად რთულია საქართველოს საჯარო ფინანსების მართვის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოვება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

3 საათის წინ

3 საათის წინ

5 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები