დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რომელ ქუჩებზე გეგმავს GWP თბილისში, მცხეთასა და რუსთავში 45 სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელებას

რომელ ქუჩებზე გეგმავს GWP თბილისში, მცხეთასა და რუსთავში 45 სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელებას

2024-03-04 16:10:00

ესპანური კომპანია Aqualia,  რომელიც ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის აქციების 80%-ს ფლობს  წყალმომარაგების სფეროში უპრეცენდენტო - 363 მილიონ ლარიან ინვესტიციას განახორციელებს. 

დღეს,  ჯივიპიმ წყალმომარაგებაში ევროპული სტანდარტების დანერგვის პირველი ეტაპის შედეგები და მიმდინარე პროექტები წარადგინა.

პრეზენტაციის თამახმად, 2024 წლის მიმდინარე და მომდევნო სამ თვეში 45 სარეაბილიტაციო პროექტში $40 მილიონის დახარჯვას გეგმავს. 

ჯივიპის მფლობელმა, ესპანურმა კომპანიამ Aqualia, 2023 წლის მეორე ნახევრიდან თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგებაში ევროპული მიდგომებისა და სტანდარტების დანერგვა ახალი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრების გახსნით დაიწყო.

კომპანიის პირველი ეტაპის მთავარი მიზნები ავარიებზე რეაგირების დროისა და ოპერატიულობის მაჩვენებლების გაუმჯობესება იყო. ჯივიპიში ევროპული სტანდარტებისა და მიდგომების დანერგვით Aqualia-მ შეძლო: მულტიფუნქციური ბრიგადების ჩართულობით ოპერატიულობის გაზრდა, გარდამავალი ინციდენტების რაოდენობის 14-ჯერ, ხოლო წყალმომარაგების ქსელის დაზიანებებზე რეაგირების დროის 2-ჯერ შემცირება;

სადიაგნოსტიკო ჯგუფების მუშაობით წყალმომარაგების ქსელზე 900-მდე ფარული დაზიანების აღმოჩენა და ქსელზე პრევენციული აღდგენა, რამაც ჯამში წყალმომარაგების 400-მდე შეზღუდვა აარიდა თბილისისა და რუსთავის მოსახლეობას; კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი 90 კილომეტრამდე წყალსადენისა და წყალარინების ქსელის განახლება და ჯამში 96 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 160 სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელება;

ქსელზე 1,173 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულის დამონტაჟება და წყალმომარაგების შეზღუდვის არეალების საშუალოდ 8%-ით შემცირება;

„ჩვენ მიერ ჩატარებული სისტემური აუდიტის შემდეგ მყისიერად დავიწყეთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა გაგვეუმჯობესებინა ის კრიტიკული მაჩვენებლები რაც საოპერაციო და ინფრასტრუქტურული მიმართულებებით გამოიკვეთა. შესაბამისად შევიმუშავეთ 10 წლიანი სამოქმედო გეგმა, რომლის მთავარი ამოცანაც ქართულ წყალმომარაგებაში ევროპული სტანდარტის დანერგვა იყო. უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგება ჩვენ მომხმარებელს - ეს არის მთავარი მიზანი, რომელსაც Aqualia-ს თითოეული ნაბიჯი ემსახურება! ეს არის ერთგვარი ანგარიში ჩვენი მხრიდან, იმისთვის რომ საზოგადოებამ და ყველა დაინტერესებულმა მხარემ მუდმივად იცოდეს თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის რა პროცესი მიმდინარეობს“,  - აცხადებს ხოსე მიგელ სანტოსი, ჯივიპის გენერალური დირექტორი.

ამ ეტაპზე ჯივიპის გუნდი აქტიურად იმუშავებს საოპერაციო მაჩვენებლების კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე, სამომხმარებლო სერვისების მოდერნიზაციასა და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების რეაბილიტაციაზე. კომპანია მომდევნო სამი წლის განმავლობაში, წყალმომარაგების სფეროში უპრეცენდენტო - 363 მილიონ ლარიან ინვესტიციას განახორციელებს.

„გასულ წელს სემეკმა თბილისისთვის, რუსთავისა და მცხეთისთვის უპრეცედენტო ინვესტიცია შეითანხმა GWP-ის ნაწილში, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი პრობლემა მოგვარდება ამ თანხის დახარჯვის შედეგად. ამიტომ კომისია, ძალიან სკურპულუზურად დააკვირდება, რათა ის თანხები რაც გათვალისწინებულია და რაც ტარიფშია ასახული მაქსიმალურად ობიექტურად და სწორად დაიხარჯოს და ამ ინვესტიციამ მოგვცეს შედეგი. ანუ მომხმარებელი იყოს კმაყოფილი, მნიშვნელოვნად შემცირდეს ავარები. პრეზენტაციაზე დავინახეთ, რომ კომპანია იწყებს პრობლემების პრევენციას, რათა ავარიის აღმოფხვრას მეტი დრო არ დასჭირდეს“, - განაცხადა სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ,რომ 2022 წლის იანვარში, აქვალიამ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის აქციების 80% შეისყიდა. კომპანია თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების სრულ ციკლს მართავს და 1,5 მილიონზე მეტ ადამიანს ემსახურება. ამ გარიგების შედეგად აქვალია საქართველოში დღეისათვის ყველაზე მსხვილი დარგობრივ ინვესტორი და წყალმომარაგების დარგში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

6 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები