დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რუსეთი ის ერთ-ერთი მიმართულებაა, სადაც საქართველოს კერძო სექტორი აქტიურად ოპერირებს - მარიამ ქვრივიშვილი

რუსეთი ის ერთ-ერთი მიმართულებაა, სადაც საქართველოს კერძო სექტორი აქტიურად ოპერირებს - მარიამ ქვრივიშვილი

2023-05-10 18:22:51

„ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა მთლიანად დაფუძნებულია დივერსიფიკაციის პოლიტიკაზე და ეკონომიკის ყველა დარგში, ჩვენ, როგორც სახელმწიფო მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკამ მდგრადად განაგრძოს განვითარება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში პირდაპირი ავიარეისების აღდგენის საკითხის კომენტირებისას. 

მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ რუსეთი ის ერთ-ერთი მიმართულებაა, სადაც საქართველოს კერძო სექტორი აქტიურად ახდენს ბიზნესოპერირებას და სამეწარმეო საქმიანობას.

აქედან გამომდინარე, მარიამ ქვრივიშვილის თქმით, პირდაპირი ავიარეისები  მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება საქართველოს მოქალაქეების სამშობლოსთან კავშირისთვის და შესაბამისად, მათი ოჯახების წევრებისთვის. 

„ჩვენი ქვეყნის მთავარი პრიორიტეტია მოსახლეობაზე ზრუნვა - საქართველოს მილიონამდე მოქალაქეს, მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც დღეს ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში, ძალიან რთულად, მესამე ქვეყნების გავლის გზით უწევდათ სამშობლოში დაბრუნება, რაც საკმაოდ ნეგატიურად აისახებოდა მათ სამოგზაურო ხარჯებზე. საკმაოდ რთული გზაა ასევე სახმელეთო საზღვრის გამოყენებაც. ამდენად, მისასალმებელია, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ეს ნაწილი, ამ გადაწყვეტილებით სამშობლოში მეტი ინტენსივობით, უფრო კომფორტულად და მისაღები ფასებით  შეძლებს დაბრუნებას“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები