დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სად ყიდულობს საქართველო დარიჩინს?

სად ყიდულობს საქართველო დარიჩინს?

2023-10-21 10:00:43

2023 წლის 9 თვეში 126.34 ათასი დოლარის ღირებულების 34.49 ტონა დარიჩინი იყიდა. ეს მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ ქვეყანაში დარიჩინის იმპორტი 26%-ითაა გაზრდილი. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანამ 27.29 ტონა დარიჩინი იყიდა.

ბოლო წლებში ქვეყანაში დარიჩინის იმპორტი მზარდია. 2022 წელს ქვეყანამ 29.69 ტონა დარიჩინი იყიდა, თუმცა 2023 წლის 9 თვის მაჩვენებლები 2022 წლის 12 თვის მაჩვენებლებს უკვე აჭარბებს.

სად ყიდულობს საქართველო დარიჩინს?

საქართველოში იმპორტირებული დარიჩინის 86%-ი ვიეტნამიდან შემოდის.  მთლიანობაში კი დარიჩინის იმპორტის 17 ბაზრიდან ხდება.

  • ვიეტნამი - 29.54 ტონა,
  • უკრაინა - 1.30 ტონა, 
  • ინდოეთი - 1.00 ტონა, 
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 0.90 ტონა,
  • ირანი - 0.53 ტონა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები