დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საჯარო პანელი სტუდენტებისა და აბიტურიენტებისათვის: "დაიცავი შენი ფული, დაიცავი შენი მომავალი"

საჯარო პანელი სტუდენტებისა და აბიტურიენტებისათვის: "დაიცავი შენი ფული, დაიცავი შენი მომავალი"

2024-03-17 16:33:00

საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური განათლების პლატფორმა "ფინედუ", ალტე უნივერსიტეტი და საბანკო ასოციაცია, საპენსიო სააგენტოს, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, პროკრედიტ ბანკის, საქართველოს ბანკის, ბაზისბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემბისის", სადაზღვევო კომპანია "უნისონის" და ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს ჩართულობითა და მხარდაჭერით, ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში გამართავს საჯარო პანელს: "დაიცავი შენი ფული, დაიცავი შენი მომავალი".

 

ღონისძიება გაიმართება ქართულ ენაზე 20 მარტს, 16:00 საათზე ალტე უნივერსიტეტში, მისამართზე უნივერსიტეტის ქ. N2.

პანელური ღონისძიება 2 ნაწილად ჩატარდება და ჯამში 3 საათს გასტანს. ორივე ნაწილის ბოლოს დამსწრეებს ექნებათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ შემეცნებითი ხასიათის ქვიზებში და მოიგონ სამახსოვრო ბრენდირებული საჩუქრები.

პანელზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.

 

დღის წესრიგი: 

16:00 – 16:10 პანელის გახსნა და მისალმება

16:10-17:00 ნაწილი I - კიბერუსაფრთხოება

მოდერატორი - ინგა ქარჩავა, საბანკო ასოციაციის კიბერუსაფრთხოების კოორდინატორი

 

16:10-16:20 კიბერსაფრთხეები სტუდენტებისთვის  

დავით ცაბაურაშვილი 

პროკრედიტ ბანკის Senior IT Security Officer

  • სტუდენტების წინაშე არსებული ძირითადი კიბერსაფრთხეები - ფიშინგი, იდენტობის/პიროვნების მოპარვა და ა.შ.;
  • რჩევები ონლაინ თაღლითობის, ფიშინგის მცდელობების ამოსაცნობად და თავიდან ასაცილებლად- ანალიზი და პრევენცია;
  • ძლიერი პაროლები, პაროლის მენეჯერი, ორდონიანი აუთენტიფიკაცია, მათი მართვა და კომპლექსურობა.

 

16:20-16:30 პერსონალური მოწყობილობების დაცვა 

ვანიკო მამფორია

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემბისის კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი

 

  • საუკეთესო პრაქტიკა ლეპტოპების, სმარტფონების და სხვა პერსონალური მოწყობილობების დასაცავად;
  • რეგულარული პროგრამული უზრუნველყოფის განახლება და ანტივირუსული დაცვა;
  • მრავალდონიანი აუთენტიფიკაცია, მათი უპირატესობების ახსნა და მისი დანერგვა სხვადასხვა პლატფორმებზე.

 

16:30-16:40 ონლაინ/მობაილ ბანკინგი და ფინანსური უსაფრთხოება 

მარიამ სპანდერაშვილი

საქართველოს ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების მართვის ოფიცერი

  • ონლაინ ბანკინგისა და ფინანსური ტრანზაქციების მართვა;
  • საბანკო ბარათების დაცვა;
  • როგორ ამოვიცნოთ და ავიცილოთ თავიდან ფინანსური თაღლითები და თაღლითობები.

 

16:40-16:50 მონაცემთა კონფიდენციალურობა და სოციალური მედია

გიორგი ყიფიანი

ბაზისბანკის კიბერუსაფრთხოების სისტემების ადმინისტრატორი

  • რა არის კონფიდენციალური მონაცემები და როგორ შეუძლიათ კიბერთაღლითებს მათი მოპოვება;
  • მავნე აქტორების თაღლითური შეტევების სქემები და რეალური ქეისები;
  • როგორ დავიცვათ მონაცემთა კონფიდენციალურობა ინტერნეტში;
  • სოციალური მედიის ზეგავლენა ჩვენს ცხოვრებაზე;
  • უსაფრთხოების რჩევები სოციალურ მედიაში.

 

16:50-17:00 კარიერა კიბერუსაფრთხოებაში

ინგა ქარჩქავა

საბანკო ასოციაციის კიბერუსაფრთხოების კოორდინატორი

  • რატომ კარიერა კიბერუსაფრთხოებაში;
  • პროფესიები კიბერუსასფრთხოებაში;
  • სასერტიფიკაციო პროგრამები;
  • სასწავლო რესურსები.

 

17:00-17:20 დისკუსია და კითხვა-პასუხი

17:20-17:30 ქვიზი და გამარჯვებულების დაჯილდოება

გამარჯვებულ 3 სტუდენტს დააჯილდოებს საბანკო ასოციაცია.

 

17:30-17:40 შესვენება

17:40 – 18:30 ნაწილი II ფინანსური განათლება სტუდენტებისათვის

მოდერატორი - გიორგი აბაშიშვილი, ალტე უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანი

 

17:40-17:50 ფულის გათეთრების საფრთხეები

დავით ვარსიმაშვილი

პროკრედიტ ბანკის კომპლაენსისა და AML დეპარტამენტის უფროსი

  • რა არის ფულის გათეთრება და რა პრევენციული ღონისძიებები არსებობს მის წინააღმდეგ;
  • რა არის ე.წ. „ფულის მულინგი“;
  • ფულის გათეთრების გლობალური საფრთხეები.

 

17:50-18:00 ფინანსური დაგეგმვა სტუდენტებისთვის

დავით რუსია

საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი

  • ფინანსური დაგეგმვა სტუდენტებისთვის;
  • ბიუჯეტი და მასთან დაკავშირებული რჩევები.

 

18:00-18:10 საპენსიო ასაკისთვის მზადება

ლევან ვერძეული

საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოადგილე

  • რატომ უნდა დავიწყოთ პენსიისთვის დაზოგვა უფრო ადრე, ვიდრე გვიან;
  • რას ითვალისწინებს საქართველოში საპენსიო რეფორმა;
  • რა როლი აქვს საპენსიო რეფორმაში შემავალ თითოეულ სვეტს ღირსეული პენსიით უზრუნველყოფაში.

 

18:10- 18:20 დაზღვევის არსი 

მარიამ კოშორიძე

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, იურიდიული დეპარტამენტის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების სამმართველოს უფროსი

  • რა არის დაზღვევა;
  • დაზღვევის ტიპები;
  • რა უნდა გაითვალისწინოთ დაზღვევის შეძენამდე;
  • დაზღვევა საქართველოში. 

 

18:20- 18:30  კიბერრისკების დაზღვევა 

ანა ურიათმყოფელი

სს ”სადაზღვევო კომპანია უნისონის” არასიცოცხლის დაზღვევის ანდერაიტინგისა და გადაზღვევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

  • ზოგადი მიმოხილვა კიბერრისკების შესახებ/კიბერ დანაშაულის მზარდი სტატისტიკა- ჩვენი საუკუნის ახალი რეალობა;
  • დაზღვევის როლი კიბერრისკების მართვაში როგორც გლობალურად, ასევე საქართველოში;
  • რა მიმართულებებს ფარავს კიბერ დაზღვევა/ დაზღვევა, როგორც რისკების მართვის დამატებითი ინსტრუმენტი;
  • ჰაკერების და კიბერ დამნაშავეთა ძირითადი ფოკუს ჯგუფი-  ვის ჭირდება კიბერ დაზღვევა?;
  • რამდენიმე მაგალითი რელური ქეისებიდან. 

 

18:30-18:50 დისკუსია/ კითხვა-პასუხი

18:50 – 19:00 ქვიზი და გამარჯვებულების დაჯილდოება

გამარჯვებულ 3 სტუდენტს დააჯილდოებს ეროვნული ბანკი და დაზღვევის სახელწიფო ზედამხედველობის სამსახური.

 

ᲦᲝᲜᲘᲡᲫᲘᲔᲑᲐᲖᲔ ᲓᲐᲛᲡᲬᲠᲔᲗᲐ ᲠᲐᲝᲓᲔᲜᲝᲑᲐ ᲨᲔᲖᲦᲣᲓᲣᲚᲘᲐ. ᲛᲐᲡᲖᲔ ᲓᲐᲡᲐᲡᲬᲠᲔᲑᲐᲓ, ᲒᲐᲘᲐᲠᲔᲗ ᲬᲘᲜᲐᲡᲬᲐᲠᲘ ᲠᲔᲒᲘᲡᲢᲠᲐᲪᲘᲐსარეგისტრაციო ბმული

უახლესი

6 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები