დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველო ფორმაშია — საქართველოს ბანკის შეთავაზებები ისტორიულ მატჩზე საგულშემატკივროდ

საქართველო ფორმაშია — საქართველოს ბანკის შეთავაზებები ისტორიულ მატჩზე საგულშემატკივროდ

2024-03-21 16:00:00

„საქართველო ფორმაშია“ — ალბათ თბილისის ქუჩებში ბევრგან შეხვდებით ამ წარწერას. ეს საქართველოს ბანკის საფეხბურთო კამპანიის სლოგანია, რომლითაც ბანკი, როგორც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი და ქომაგი, ისტორიული მატჩების საგულშემატკივროდ მოგვიწოდებს. 

დღეს, 21 მარტს, 21 საათზე, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე საქართველო-ლუქსემბურგის შეხვედრა გაიმართება. საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალური ეტაპის მატჩი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და გვაძლევს შანსს   2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად.

ამ მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნავად, საქართველოს ბანკმა, გულშემატკივრებს განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა.

მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია სამ ქალაქში

საქართველო-ლუქსემბურგის მატჩზე დასასწრები ბილეთები სრულად გაყიდულია. თუმცა, მათთვის, ვინც ბილეთის შეძენა რაიმე მიზეზით ვერ მოახერხა, საქართველოს ბანკის ინიციატივით, ფეხბურთის ქომაგებთან ერთად ამაღლებული საფეხბურთო განწყობის შესაქმნელად, შესაძლებლობა ექნება, უყუროს პირდაპირ ტრანსლაციას როგორც თბილისში, ასევე ქუთაისსა და ბათუმში.

მატჩის ყურება თბილისში პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ქუთაისში — თეთრ ხიდთანბათუმში კი — ევროპის მოედანზე იქნება შესაძლებელი.

ქეშბექები

ამასთან, პირველი რესპუბლიკის მოედანზე თამაშის ჩვენების დროს, საქართველოს ბანკის Mastercard საგულშემატკივრო ბარათით გადახდისას, ფუდკორტებზე და სასმელებზე 50%-იანი ქეშბექი იმოქმედებს.

მატჩის მიმდინარეობისას ქეშბექით სარგებლობა იქნება შესაძლებელი Wolt-ზეც, სადაც 200-მდე ობიექტიდან, 20:00 საათიდან 23:00 საათამდე გამოძახებისას, თანხის 30% უკან დაგიბრუნდებათ (მაქსიმუმ 50 ლარი).

ეს ყველაფერი არ არის. გულშემატკივრების საყვარელ პლატფორმაზე, ეროვნული ნაკრების ოფიციალურ ფანშოპზე, საქართველოს ბანკის Mastercard საგულშემატკივრო ბარათით გადახდისას, 26 მარტამდე იმოქმედებს 50%-იანი ქეშბექი.

ამასთან, Mastercard საგულშემატკივრო ბარათი გადახდისას, ფანშოპის პროდუქცია ყოველთვის ფასდაკლებითაა ხელმისაწვდომი. ბარათზე ასევე მოქმედებს სხვა ექსკლუზიური შეთავაზებებიც.

საქართველოს ბანკის Mastercard საგულშემატკივრო ბარათის შეკვეთა სასურველი დიზაინით საქართველოს ბანკის ციფრული არხებით არის შესაძლებელი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები