დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველო UEFA-ს და ფეხბურთის ფედერაციას დროებით გადასახადებისგან გაათავისუფლებს - პარლამენტმა ცვლილებები დაამტკიცა

საქართველო UEFA-ს და ფეხბურთის ფედერაციას დროებით გადასახადებისგან გაათავისუფლებს - პარლამენტმა ცვლილებები დაამტკიცა

2023-05-18 15:25:48

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დაჩქარებული წესით განიხილეს და 81 ხმით მხარი დაუჭირეს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტს.

ცვლილების თანახმად, საქართველოში ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე საგადასახადო შეღავათები გავრცელდება.

კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოში ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის ჩატარებისთვის შეიქმნას დაბეგვრის საშეღავათო პერიოდი.

პროექტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის გარდამავალი დებულებების 309-ე მუხლს ემატება 135-ე და 140-ე ნაწილები, რომლითაც უეფას 2023 წლის 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებსა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე საგადასახადო შეღავათები გავრცელდება.

კანონის მიღების აუცილებლობა განპირობებულია ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის - უეფა-ს მოთხოვნის საფუძველზე, რომლის თანახმად, ნებისმიერი სახის დამატებითი გადასახადი არ უნდა დაეკისროს ჩემპიონატის ორგანიზატორებს, მის მონაწილეებს და მასპინძელ მხარეს.

კანონპროექტი პარლამენტის წევრებმა ლევან კობიაშვილმა და ირაკლი მეძმარიაშვილმა მოამზადეს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

8 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები