დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოდან ოქროს ექსპორტი 40%-იან კლებას აჩვენებს

საქართველოდან ოქროს ექსპორტი 40%-იან კლებას აჩვენებს

2024-02-23 15:00:00

საქართველოდან ოქროს ექსპორტი 40%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარში საქართველოდან 7,079.20 ათასი დოლარის ღირებულების 0.21 ტონა ოქროს (ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით) ექსპორტი განხორციელდა, 2023 წლის იანვარში კი 0.35 ტონის, რომლის საერთო ღირებულებაც 9,973.32 ათასი დოლარი იყო.

ბოლო წლების სტატისტიკით, საქართველოდან ოქროს ექსპორტი დინამიურია და ის ყოველწლიურად 3 ტონამდე ფარგლებშია. 

მიმდინარე წლის მაჩვენებლებით კი საქართველოდან ექსპორტირებული ოქროს ნომერ პირველი მომხმარებელი შვეიცარიაა, რომელზედაც აღნიშნული ნედლეულის ექსპორტის 90%-ი მოდის. იანვარში საქართველოდან ოქრო სულ 3 ბაზარზე გავიდა: შვეიცარია, თურქეთი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები.

  • შვეიცარია - 6,211.89 ათასი დოლარი - 0.19 ტონა;
  • თურქეთი - 728.49 ათასი დოლარი - 0.02 ტონა,
  • არაბეთის გაერთიანებული საამიროები - 138.82 ათასი დოლარი - 0.00 ტონა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

11 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები