დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ბანკმა 300,000,000 აშშ დოლარის 9.5%-იანი კაპიტალის ობლიგაციები გამოუშვა

საქართველოს ბანკმა 300,000,000 აშშ დოლარის 9.5%-იანი კაპიტალის ობლიგაციები გამოუშვა

2024-04-11 10:05:00

საქართველოს ბანკმა 300,000,000 აშშ დოლარის უვადო, სუბორდინირებული დამატებითი პირველადი კაპიტალის ობლიგაციები გამოუშვა. ობლიგაციებზე ფასი 9.5%-თ განისაზღვრა. ტრანზაქციის განთავსების აგენტები და მენეჯერები არიან ისეთი საერთაშორისო ბანკები და საინვესტიციო კომპანიები როგორიცაა:  Citigroup; J.P. Morgan; BCP Securities.  ტრანზაქციის თანა მენეჯერია გალტ & თაგარტი.

 

„ტრანზაქციის ზომა და ფასი იძლევა დამაჯერებელ ილუსტრაციას იმისა, თუ როგორ გაძლიერდა ბანკის ჯგუფის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში და როგორ და სულ უფრო მეტად იზრდება ბანკის  ნდობა ინვესტორების მხრიდან,“- აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის წამყვანი საინვესტიციო ბანკი- Peel Hunt ობლიგაციების გამოშვების შეფასებისას.   

 

„მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველოს ბანკის ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტრანზაქცია წარმატებით დასრულდა. ჩვენ 300,000,000 აშშ დოლარის 9.5%-იანი უვადო სუბორდინირებული ბონდები გამოვუშვით, რომლის განთავსებაც ირლანდიურ საფონდო ბირჟაზე მოხდება. ეს ტრანზაქცია არის იმის დასტური, რომ ინვესტორების მაღალ ინტერესსა და ნდობას ვიმსახურებთ“,- განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

 

ფასიანი ქაღალდების განთავსება ირლანდიის საფონდო ბირჟაზე იგეგმება და მათი რეიტინგი B- (Fitch) და B2 (Moody’s) იქნება.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები