დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს სამი რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი შიდა ვიზიტორი ჩავიდა - PMCG

საქართველოს სამი რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი შიდა ვიზიტორი ჩავიდა - PMCG

2024-04-02 19:00:00

2023 წელს შიდა ვიზიტების რაოდენობამ 19.2 მილიონი შეადგინა, რაც 18%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.

როგორც PMCG-ის მიერ მომზადებულ ტურიზმის კვარტალურ მიმოხილვაშია აღნიშნული, თავდაპირველად, შიდა ტურიზმის მზარდ ტენდენციას განაპირობებდა პანდემიით გამოწვეული ცვლილებები. თუმცა 2022 წლის შემდგომი დინამიკა შეიძლება შეცვლილი იყოს, რადგან რუსი, ბელორუსი და უკრაინელი ემიგრანტების დიდი რაოდენობა მოიაზრება არა საერთაშორისო ვიზიტორებად, არამედ რეზიდენტებად.

„შიდა ვიზიტორების განაწილება მონახულებული რეგიონების მიხედვით 2023 წელს წინა პერიოდების მსგავსია. შიდა ვიზიტორებისთვის ძირითადი დანიშნულების ადგილი იყო თბილისი (მთლიანი ვიზიტების 23%), რასაც მოსდევდა იმერეთი (18%) და აჭარა (10%).

2023 წელს ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობამ 1.54 დღე შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით (1.87 ღამე) 18%-ით და 2019 წელთან შედარებით (1.97 ღამე) 22%-ით შემცირებულია, რაც მიანიშნებს 2023 წელს COVID-19-ის შემდეგ გამოკვეთილი ზრდის ტენდენციის ცვლილებაზე.

2023 წელს შიდა ვიზიტორების ჯამურმა დანახარჯებმა 3.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 12%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით. 2023 წელს ხარჯების განაწილება წინა პერიოდების მსგავსია. მთლიან დანახარჯებში ყველაზე დიდი ადგილია უკავია საყიდლების (35%), საკვებისა და სასმლის (25%) და ტრანსპორტის (20%) დანახარჯებს“, - აცხადებენ PMCG-ში. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

13 საათის წინ

13 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები