დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოსა და საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე შეთანხმება, სავარაუდოდ 2023 წლის ბოლომდე გაფორმდება - ეკონომიკის სამინისტრო

საქართველოსა და საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე შეთანხმება, სავარაუდოდ 2023 წლის ბოლომდე გაფორმდება - ეკონომიკის სამინისტრო

2023-09-11 09:01:09

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკებები დასრულდა 2023 წლის მარტში, გაიმართა მხოლოდ სამი რაუნდი, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს.  

უწყების ცნობით, ამჟამად დასრულებულია შეთანხმების ტექსტის სამართლებრივი გამართვის პროცესი და მიმდინარეობს შეთანხმების ხელმოწერის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები.

ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმებას 2023 წლის ბოლომდე მოეწერება ხელი“.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, საქართველო საამიროებთან ისარგებლებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, რაც გულისხმობს, რომ საქართველოსთვის დამატებით გაიხსნება 10-მილიონიანი მაღალ მსყიდველობით უნარიანი ბაზარი. გასათვალისწინებელია, რომ შეთანხმება ფარავს როგორც საქონლით ასევე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას.

Busieness Insaider Georgia-ს აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა დავით ცირდავამ განუცხადა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოდან რამდენიმე სახეობის პროდუქციის ექსპორტით ინტერესდება.

„ბიზნესპალატა აქტიურად თანამშრომლობს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან. ჩვენი წარმომადგენლის მხრიდან იდენტიფიცირებულია ინტერესი გარკვეული სახის პროდუქციის ექსპორტზე. მათ შორისაა სასარგებლო წიაღისეული და სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, რასაც ხელს უწყობს საქართველოს მთავრობის აქტიური ნაბიჯები საუდის არაბეთთან მიმართებით“, - ამბობს ცირდავა.

2022 წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოდან $31,091.1 ათასის პროდუქცია გავიდა.

მათ შორის:

  • მსუბუქი ავტომობილები ღირებულება - $11,187.1 ათასი;
  • ნაქსოვი ხალიჩები და იატაკის სხვა საფეიქრო საფარები $2,100.6 ათასი;
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - $1,896.4 ათასი;
  • ცხვრები და თხები ცოცხალი - ღირებულება $1,494.8 ათასი;
  • ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები - $ 1,167.6 ათასი;
  • ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით - $1,121.0 ათასი;
  • ყავის, ჩაის ან მატეს ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები - $1,053.1 ათასი;
  • ცენტრიფუგები; აგრეგატები სითხის ან აირის საფილტრავი ან გასაწმენდი - $ 844.9 ათასი;
  • ხორცი ცხვრის ან თხის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - $810.2 ათასი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - $563.4 ათასი;
  • დანარჩენი საქონელი - $8,852.1 ათასი;

2022 წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებიდან საქართველოში $282,128.5 ათასის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა.

მათ შორის:

  • სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით ღირებულება -$155,208.3 ათასი;
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - $20,248.7 ათასი;
  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები $12,061.6 ათასი;
  • მსუბუქი ავტომობილები - $10,548.8 ათასი; ავტომანქანების ნაწილები, ექსპლუატაციაში ნამყოფი $5,690.5 ათასი;
  • მიკროფონები ხმამაღლამოლაპარაკეები და სხვა -$ 5,022.9 ათასი; ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები -$4,876.9 ათასი;
  • შიგაწვის ძრავები დგუშიანი შეკუმშვით აალებადი (დიზელები ან ნახევრადდიზელები)- $4,008.6 8528 ათასი;
  • აპარატურა მიმღები სატელევიზიო კავშირისათვის $2,540.0 9504 ათასი;
  • საქონელი ატრაქციონებისათვის, სამაგიდო ან ოთახის თამაშობანი $2,005.6 ათასი;
  • დანარჩენი საქონელი -$ 59,916.5 ათასი;

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის 13 თებერვალს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფებოდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები