დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პარლამენტთან მივიდა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პარლამენტთან მივიდა

2023-03-07 22:45:58

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციაზე მივიდა.

„მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო პოლიციას და დავრწმუნდე, რომ აქ ძალის გადამეტება არ იქნება და მომიტინგეების გამოხატვის თავისუფლება სრულად დაცული იქნება. აქციის დასრულებამდე აქ, ამ ადამიანებთან ერთად ვიქნები“, - განუცხადა იოსელიანმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს", რომელსაც ხმა 76-მა დეპუტატმა მისცა, ხოლო წინააღმდეგ 13 წავიდა.

მოქალაქეები პარლამენტთან ამ ფაქტს აქციაზე აპროტესტებენ. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები