დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სახელმწიფო ინოვაციურ და იშვიათ მედიკამენტებს პრადაპირი კონტრაქტებით  იყიდის - მინისტრი

სახელმწიფო ინოვაციურ და იშვიათ მედიკამენტებს პრადაპირი კონტრაქტებით იყიდის - მინისტრი

2023-10-16 15:24:47

სახელმწიფო ინოვაციურ და იშვიათ მედიკამენტებს პრადაპირი კონტრაქტებით  იყიდის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დღეს მთავრობის სხდომის დასრლების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

„სახელმწიფო აფთიაქს ნამდვილად არ ვქმნით, თუმცა ზოგადად რამდენიმე ქვეყანაში ეს პრაქტიკაც არსებობს. ქვეყანაში კერძო აფთიაქებთან ერთად, სახელმწიფო აფთიაქებიც არსებობს. თუმცა ჩვენ შემთხვევაში ხდება იშვიათი, ინოვაციური მედიკამენტების შეძენა, სადაც ფარმა ბიზნესს შეიძლება არ  ჰქონდეს ინტერესი ან ჰქონდეს არასწორი ინტერესი, როგორც მაგალითისთვის აღვნიშნე 2-ჯერ, 3-ჯერ და 4-ჯერ ძვირად ყიდიან მედიკამენტებს. 

ამის შედეგად ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ კონსულტაციებისა და საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე ვმოქმედებთ. მეას პირდაპირი კონტრაქტები ჩვენ არ მოგვიგონია. ეს არის იმ საერთაშორისო კონსულტანტების რეკომენდაცია, ვინც გვეხმარება რეფერენტული ფასწარმოქმნის დანერგვაში და ზოგადად ფარმაცევტული ბაზრის მოწესრიგებაში“, - აღნიშნა აზარაშვილმა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები