დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საკრებულოს წევრებმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

საკრებულოს წევრებმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

2024-02-25 14:07:00

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და წარმომადგენლობითიორგანოს წევრებმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის,  გიორგი ტყემალაძის,  განაცხადებით, 1921 წელს რუსეთისწითელი არმიის წინააღმდეგ  კოჯორ-ტაბახმელასთან  ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას  მათ პატივი მიაგეს.

საბჭოთა ოკუპაციის დღეს პატივი მივაგეთ 1921 წლის თებერვალში, თბილისის მისადგომებთანმრავალრიცხოვან მტერთან ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას. მათ შორის იყვნენ ქართველიიუნკერები, რომლებმაც სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბროლეს მშობლიური მიწის და ქვეყნისდამოუკიდებლობის დასაცავად.

მათი სახელები არასოდეს მიეცემა დავიწყებას და მისაბაძი მაგალითი იქნება მომავალითაობებისთვის“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ .

უახლესი

2 საათის წინ

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები