დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სამუშაო ძალის უცხოეთიდან შემოყვანა ბიზნესს ხარჯებს გაუზრდის - თამაზ დაუშვილი

სამუშაო ძალის უცხოეთიდან შემოყვანა ბიზნესს ხარჯებს გაუზრდის - თამაზ დაუშვილი

2024-04-01 18:00:00

სამუშაო ძალის გადინების მაჩვენებელი ტენდენცია შენარჩუნდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენც და სხვა ბიზნესებმაც ხელფასები გაზარდეს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „დიოს“ დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა თამაზ დაუშვილმა განუცხადა.

ამასთან, დაუშვილი ამბობს, რომ იმედი აქვს, ეს ტენდენცია, რაღაც ეტაპზე შეჩერდება.

„თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ პროფესიონალების ნაკლებობის გამო, დეფიციტის შევსება უცხოეთიდან შემოყვანილი მუშახელით მოხდეს“, - ამბობს „დიოს“ დამფუძნებელი.

მისი თქმით, უცხოეთიდან მუშახელის შემოყვანა არ არის სასურველი, რადგან მათი გადამზადება ხარჯებთან არის დაკავშირებული.

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ქვეყანაში შეიქმნას ისეთი გარემო, რომ ადამიანებს ქვეყნიდან წასვლის სურვილი არ ჰქონდეთ. ბევრი რამ ბიზნესზეა დამოკიდებული და კომპანიები აქტიურობენ ამ კუთხით, თუმცა როცა საუბარია ქვეყნის პერსპექტივებსა და ადამიანების სკეპტიკურ დამოკიდებულებაზე მომავალთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა ბიზნესის რესურსები ლიმიტირებულია.

უნდა გაჯანსაღდეს საცხოვრებელი გარემო, რადგან ადამიანები დაიღალნენ იმ პრობლემებით რაც ჩვენს ქვეყანაშია. ამიტომ ფიქრობენ, რომ აქედან წასვლით, ისინი გაექცევიან ყოველდღიურ ყოფით პრობლემებს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი რაღაც მომენტში შეჩერდება“, - ამბობს თამაზ დაუშვილი.

BAG ინდექსის კვლევის თანახმად, 2024 წლის პირველ კვარტალში, სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ, ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად სახელდება, კერძოდ, გამოკითხული ბიზნესის 67% კვალიფიციური კადრების დეფიციტზე საუბრობს.                                                           

მიმდინარე კვარტალში, ასევე გამწვავდა, სამუშაო ძალის დეფიციტთან დაკავშირებული პრობლემა, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით, 15 და 7 პროცენტული პუნქტებით შემსუბუქდა ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობისა და მოთხოვნის სიმცირის პრობლემები.

A close-up of a document

Description automatically generatedსექტორებს შორის, სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა ყველაზე მწვავედ მშენებლობის და მრეწველობის სექტორებში დაფიქსირდა, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით, იგივე პრობლემა შემსუბუქდა ვაჭრობისა და მომსახურების სექტორებში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები