დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 9%-მდე შემცირება, საკმაოდ კარგი სიგნალია ბაზრისთვის - Galt & Taggart-ის ანალიტიკოსი

სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 9%-მდე შემცირება, საკმაოდ კარგი სიგნალია ბაზრისთვის - Galt & Taggart-ის ანალიტიკოსი

2024-01-31 15:41:00

Galt & Taggart-ის ანალიტიკოსმა ლაშა ქავთარაძემ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტების გადაწყვეტილება შეაფასა, რომლის თანახმადაც, რეფინანსირების განაკვეთი 9%-მდე შემცირდა.

„სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 0,5%-ით შემცირება 9%-მდე, საკმაოდ კარგი სიგნალია ბაზრისთვის. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება მოსალოდნელი იყო და თუ სებ-ი ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა იანვარში, პოზიტიური იქნებოდა, რადგან, როცა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მცირდება იანვარში, ეს უფრო აქტიურად მოქმედებს ეკონომიკურ აქტივობაზე და ფაქტობრივად, ეროვნულმა ბანკმა ეს ნაბიჯი გადადგა“,- განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.

მისი თქმით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების შესაძლებლობა არსებობდა, რადგან ინფლაცია მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

„კერძოდ, დეკემბერში 0,1 % იყო წლიური ინფლაცია, საბაზო ინფლაცია 1,9%. ასევე შემცირების დინამიკა საკმაოდ კარგია საშინაო ინფლაციაში. შესაბამისად, სებ-მა ეს გადაწყვეტილება ამ მონაცემებზე დაყრდნობით მიიღო“, - აღნიშნავს Galt & Taggart-ის ანალიტიკოსი.

მისი პროგნოზით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება 2024 წელსაც გაგრძელდება.

„გვაქვს ორი სცენარი, ერთი საბაზისო და მეორე ალტერნატიული. საბაზისოში, 2024 წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8,5%-მდე შემცირდება, ხოლო ალტერნატიულში 8%-მდე, იქიდან გამომდინარე თუ, უფრო უკეთესი იქნება მაკროეკონომიკური გარემო“, - აღნიშნა ქავთარაძემ.

რაც შეეხება რეგიონში შექმნილ ვითარებას, როცა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მეზობელმა ქვეყნებმაც შეამცირეს, ამ ფაქტორს ანალიტიკოსი საერთო ტენდენციას უკავშირებს.

„კოვიდპანდემიის შემდგომ, 2022 წელს დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი და ამ ფონზე ინფლაცია გლობალურად გამოწვევა იყო და ყველა ქვეყანაში უფრო მაღალი იყო ვიდრე მათი მიზნობრივი განაკვეთი. ეს ძირითადად გამოწვეული იყო საგარეო ფაქტორებიდან, საერთაშორისო ბაზრებზე სურსათის, ნავთობპროდუქტებისა და სხვა სასაქონლო პროდუქტებზე ფასები მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი. 2023 წლის მეორე ნახევრიდან კი გვაქვს მნიშვნელოვანი შემცირება საერთაშორისო ბაზრებზე და ფაქტობრივად, ამან გავლენა იქონია შემდგომ უფრო მეტად განვითარებულ ქვეყნებში ინფლაციის მაჩვენებელზე და ის, რომ რეგიონში ინფლაცია ქვევით წამოვიდა, ეს ამის გამოძახილია და შესაბამისად ამ ქვეყნების ეროვნულ ბანკებს უწევთ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა არა მარტო განვითარებად ქვეყნებში, არამედ განვითარებულშიც.

მაგალითად, მიმდინარე წელს მოსალოდნელია, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვი და ასევე ევროპის ცენტრალური ბანკი შეამცირებს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს დაახლოებით 0,75%-ით. ეს არის მათი თებერვლის პროგნოზი, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფლაცია გლობალურად ვრცელდება და ეს აისახება ყველაზე“,- აღნიშნავს ქავთარაძე.

იგივე თემაზე: 

სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 9%-მდე შეამცირა

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

11 საათის წინ

11 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები