დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სებ-მა შესაძლოა, ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედოს - პაპუნა ლეჟავა

სებ-მა შესაძლოა, ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედოს - პაპუნა ლეჟავა

2023-05-31 12:48:54

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავამ დღეს მედიასთან განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში სებ-მა შესაძლოა, ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედოს. მანამდე, სებ-ი ქვეყანაში 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა. 

„მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზი ჩვენ 5% გვაქვს, თუმცა ჩვენი უკვე არსებული მონაცამების საფუძველზე ეს პროგნოზი გადაიხედება გაზრდის კუთხით, ჩვენ მომდევნო განახლება მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გვექნება ზაფხულის ბოლოს და ამ პერიოდში უკვე გადავხედავთ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას. მთლიან შიდა პროდუქტში ვითვალისწინებთ ფაქტობრივად ყველაფერს, რაც შეიძლება გავლენას ახდენდეს მის ჩამოყალიბებაზე, აქ ერთი ფაქტორის გამოყოფა რთულია  ", - აცხადებს ლეჟავა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 დღის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები