დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სელფი მსოფლიოში 25 კომპანიას შორისაა, ვინც ბიზნესის კეთილსინდისიერების სამუშაო ჯგუფის წევრი გახდა

სელფი მსოფლიოში 25 კომპანიას შორისაა, ვინც ბიზნესის კეთილსინდისიერების სამუშაო ჯგუფის წევრი გახდა

2024-04-01 11:43:00

სელფი, ქართული მობილური ოპერატორი რომელიც 1.3 მლნ აბონენტზე მეტს ემსახურება, გაეროს გლობალურიშეთანხმება საქართველოს ქსელისა და UNODC-ის თანამშრომლობით შექმნილი ბიზნესისკეთილსინდისიერების სამუშაო ჯგუფის (Think Lab for Business Integrity) წევრია. ჯგუფში მონაწილეობისთვისმსოფლიოს მასშტაბით შეირჩა სულ 25 კომპანია, მათ შორის ერთადერთი ქართული კომპანია - სელფი. სამუშაოჯგუფში სელფის წარადგენს კომპანიის ეთიკისა და კომპლაენსის სამსახურის ხელმძღვანელი, იამამეიშვილი. სელფი ასევე არის გაეროს გლობალური შეთანხმება საქართველოს ქსელის წევრი. 

 

ინიციატივის მიზანია მდგრადობის კრიტიკულ საკითხებზე მუშაობა საუკეთესო პრაქტიკის განსაზღვრით დაბიზნესისთვის ქმედითი ინსტრუმენტების შემუშავებით. ჯგუფის მუშაობა მიმართულია ანტიკორუფციულიეთიკისა და ბიზნესის შესაბამისობის პროგრამის - პრაქტიკული გზამკვლევის განახლებაზე, მიმდინარე წლის ბოლომდე.

 

ანტიკორუფციული ეთიკისა და შესაბამისობის სახელმძღვანელოს შემუშავება სხვადასხვა ორგანიზაციის, მათშორის: IBA, ICC, WEF PACI, TI, ბაზელის მმართველობის ინსტიტუტის და Business and Industry Advisory Committee to the OECD-ის მონაწილეობით, გადაწყდა 2011 წლის მაისში, როდესაც G20-ის ანტიკორუფციულმა სამუშაოჯგუფმა დავალება მისცა OECD-, UNODC- და მსოფლიო ბანკს, სხვა შესაბამის ორგანიზაციებთან ერთად, მოეხდინათ არსებული გაიდლაინებისა და კერძო სექტორის ანტიკორუფციული შესაბამისობის შესახებმასალების კონსოლიდაცია. პრაქტიკული რეკომენდაციების, მათ შორის, ნაბიჯების, მიდგომებისა დამაგალითების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, 2013 წელს,  UNODC-მა გამოაქვეყნა პრაქტიკულიგზამკვლევი, რომელიც მას შემდეგ ფართოდ გამოიყენებოდა და წარმოადგენდა ძირითად დოკუმენტსგლობალური საკანონმდებლო ბაზის შემუშავებისთვის.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები