დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„სელფის“ აბონენტების 95%-ი ინტერნეტის მომხმარებელია, კონკურენტებთან ეს მაჩვენებელი 60%-დან 80%-მდე მერყეობს - კომპანია

„სელფის“ აბონენტების 95%-ი ინტერნეტის მომხმარებელია, კონკურენტებთან ეს მაჩვენებელი 60%-დან 80%-მდე მერყეობს - კომპანია

2023-04-29 17:01:25

ციფრული და ინტერნეტ შეთავაზებებით „სელფი“ ბაზრის ლიდერია, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანია „სელფი მობაილში“ განუცხადეს, რომელიც ბაზარზე „სელფის“ (Cellfie) ბრენდითაა წარმოდგენილი.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, კომპანიის აბონენტების 95%-ი ინტერნეტის მომხმარებელია, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი კონკურენტებთან 60%-დან 80%-მდე მერყეობს.

„სელფი მობაილში“ განმარტავენ, რომ ინტერნეტზე და ციფრულ სერვისებზე იმდენად მზარდი მოთხოვნაა, რომ ყველა გაუმჯობესებულ არხს მომენტალურად ავსებს გაზრდილი მოხმარება.

„ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას და ასევე, აუცილებლად გავაუმჯობესებთ ქსელს, როგორც გეოგრაფიული ასევე ხარისხობრივი კუთხით. ინტერნეტზე და ციფრულ სერვისებზე იმდენად მზარდი მოთხოვნაა, რომ ყველა გაუმჯობესებულ არხს მომენტალურად ავსებს გაზრდილი მოხმარება.

შესაბამისად ჩვენც ამ კუთხით ვიმუშავებთ ქსელის გაძლიერებაზე. პირველი შეკვეთები მომწოდებლებთან უკვე განთავსებულია და ჩვენმა მომხმარებლებმა გაუჯობესება უკვე წლის ბოლომდე უნდა იგრძნონ“, - აცხადებენ „სელფი მობაილში“.

„სელფი მობაილი“ ქართული ტელეკომ კომპანიაა, რომელიც ახალ გამოცდილებას ქმნის კავშირგაბმულობის ბაზარზე. მისი განვითარებული ციფრული ეკოსისტემის დამსახურებით, „სელფი მობაილი“ დგას ციფრული ტრანსფორმაციის სათავეში, რომლის არსიც სიახლეებისთვის, მათ შორის ტექნოლოგიური ნოვაციებისთვის მზადყოფნაა. „სელფი მობაილის“ ციფრული სამყაროს ცენტრში აბონენტია და ყველა თანამედროვე  მიღწევას კომპანია მისი მომხმარებლის საჭიროებებს არგებს. 

„სელფი მობაილი“ აერთიანებს ადგილობრივ ტელეკომ ინდუსტრიაში მოღვაწეობის მრავალი წლის გამოცდილებას და მნიშვნელოვან საერთაშორისო პრაქტიკას. კომპანიას ადაპტირებული და დანერგილი აქვს გლობალური ტელეკომ ინდუსტრიის საუკეთესო სტანდარტები, მათ შორის ეთიკისა და კომპლაენსის,  მომხმარებლის მონაცემების დაცვისა და ბიზნეს პროცესების ეფექტურობისა და გამჭვირვალობის მიმართულებით. სადღეისოდ, „სელფი მობაილი“ საქართველოში 1,3 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

„სელფი მობაილის“ მიზანია, მიცეს მის აბონენტებს შესაძლებლობა და მოტივაცია კიდევ უფრო მეტი მიიღონ ტექნოლოგიური მიღწევებისგან, თანაც ისე, რომ ეს მათთვის იყოს მარტივი, სასიამოვნო და დროის დამზოგველი. „სელფი მობაილთან“ ერთად აბონენტს შეუძლია ჰქონდეს მრავალფეროვანი ინტერესებით სავსე ცხოვრება, ისევე როგორც შთაგონება რომ დაიწყოს რაღაც ახალი და სრულად გამოხატოს საკუთარი თავი. „სელფი მობაილი“ ყველაფერს, რაც აბონენტს ჭირდება ერთიანად სთავაზობს: კომუნიკაციის, ინფორმაციის გაცვლის, სწავლისა და პიროვნული განვითარების, მოგზაურობის, გართობისა თუ მუშობის შესაძლებლობებს. „სელფი მობაილის“ მეშვეობით აბონენტი მის სმარტფონს 360 გრადუსით იყენებს.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები