დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სემეკი მომსახურებაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვას იწყებს

სემეკი მომსახურებაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვას იწყებს

2024-02-22 11:07:00

ხელოვნურმა ინტელექტმა მომხმარებლებთან ურთიერთობა უნდა გაამარტივოს და შესაბამისად, უნდა გაუმარტივოს კომუნალური სერვისების მიღების პროცესი, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა. მისი თქმით, სემეკი აქტიურად გეგმავს AI-ს გამოყენებას.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველ ეტაპზე ხელოვნური ინტელექტი დაინერგოს საინფორმაციო ველში, ცხელ ხაზებში, სადაც პერიოდულად არის გადატვირთულობა. როცა პირობითად კომუნალური მომსახურების წყვეტაა, ტრანსფორმატორს აქვს ზიანი ან ვთქვათ წყალმომარაგების ქსელი გამოვიდა მწყობრიდან ერთი უბნიდან ყველა ერთდროულად რეკავს ცხელ ხაზზე. ამიტომ ცხელი ხაზი ასეთ დროს არის გადატვირთული.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხელოვნური ინტელექტი უნდა იყოს გამოყენებული სწორედ ასეთ პერიოდში ცხელ ხაზებში, სადაც მომხმარებლის დარეკვის შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტი ავტომატურად გასცემს პასუხს, თუ რა ავარიაა და როდის იქნება აღმოფხვრილი. ჯერ დავიწყებთ ამ მიმართულებით და შემდეგ უკვე ეტაპობრივად ვფიქრობთ, რომ დავნერგოთ იქ, სადაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენება გაამარტივებს ურთიერთობას და ადამიანის რთულ შრომას ჩაანაცვლებს. ჩვენი სურვილია, მოხდეს ეტაპობრივად ჩანაცვლება.

ამიტომ პირველი ეტაპისთვის ჩვენ ავიღეთ მსხვილი კომუნალური კომპანიები GWP, თელასი, ენერგო პრო, გაზის კომპანიები და სხვა. საწყისი ეტაპი უკვე მიმდინარეობს, ანუ დაიწყო ხელოვნური ინტელექტისთვის შესაბამისი უნარების სწავლება, რომელიც შემდგომ პრაქტიკაში უნდა განაზოგადოს და მომხმარებლებს მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია.

ვფიქრობთ, რომ ძალიან საინტერესო იქნება და მართლაც გაამარტივებს ურთიერთობებს კომუნალურ კომპანიებთან. ავარიის დროს ოპერატორი შეიყვანს მონაცემებს და შემდგომ ხელოვნური ინტელექტი ქართულ ენაზე უპასუხებს ყველას, ვინც აღნიშნულ საკითხზე დარეკავს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები