დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„შატო ვარციხეში“ დახურული აუზი, საკონფერენციო დარბაზი და საჯინიბო გაიხსნება - ინვესტიცია ₾500 ათასია

„შატო ვარციხეში“ დახურული აუზი, საკონფერენციო დარბაზი და საჯინიბო გაიხსნება - ინვესტიცია ₾500 ათასია

2024-03-15 21:00:00

კომპანია „ვარციხის მარნის“ დირექტორი თამაზ ცირეკიძე Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ 2024 წლის სეზონზე „შატო ვარციხეში“ ტურისტების ნაკადის სიმცირეა, თუმცა კომპანია, შატოს გაფართოებას გეგმავს და ამისთვის ₾500 ათასის ინვესტიცია განხორციელდა. 

კომპანიის დირექტორის განცხადებით, ამ დროისთვის „შატო ვარციხის“ ტერიტორიაზე 20 კოტეჯია და შატოს უცხოელი და ადგილობრივი ტურისტები სტუმრობენ. იმისთვის, რომ შატო წლის ოთხივე სეზონზე ტურისტებისთვის მიმზიდველი იყოს, 2024 წლის სეზონზე სიახლეებს გეგმავენ. 

„ვაშენებთ დახურულ აუზს, საკონფერენციო დარბაზს შუაგულ ტყეში და ასევე ცხენების საჯინიბოს, იმისთვის, რომ  ზამთრის სეზონზეც დატვირთული ვიყოთ. პროექტის განხორციელება აპრილის ბოლოს დასრულდება. ინვესტიციის მოცულობა $500 ათასია“, - ამბობს „ვარციხის მარნის“ დირექტორი. 

„შატო ვარციხე“ 2022 წელს გაიხსნა და 85 ჰექტარზეა განთავსებული. ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 6 მილიონი ლარია.

შატოს ტერიტორიაზე არის რესტორანი ტერასით, სადაც „ვარციხის მარნის“ მიერ წარმოებული ღვინის 60-70% იყიდება. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

4 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები