დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შესაძლოა, უცხოელმა ინვესტორებმა საამიროებში ექსპორტის მიზნით საქართველოში წარმოებები გადმოიტანონ - დავით ცირდავა

შესაძლოა, უცხოელმა ინვესტორებმა საამიროებში ექსპორტის მიზნით საქართველოში წარმოებები გადმოიტანონ - დავით ცირდავა

2023-11-09 16:00:25

აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა დავით ცირდავამ Busieness Insider Georgia-თან განაცხადა, რომ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების  ("CEPA") სრულფასოვნად ამოქმედების შემდეგ შესაძლოა, უცხოელმა ინვესტორებმა საამიროებში ექსპორტის მიზნით საქართველოში საწარმოები გადმოიტანონ.

„აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის ჯგუფი იკვლევს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან საქართველოს საექსპორტო და საიმპორტო პოტენციალს. ასევე მიმდინარეობს ინფორმაციის მოკვლევა, თუ რომელი ქვეყნებიდან და რა პროდუქციის შეტანა ხდება საამიროებში. იმ ქვეყნების ბიზნესწრეებს, რომლებსაც აქვთ დაბეგვრის რეჟიმი და არ სარგებლობენ ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის ხელშეკრულებით საამიროებთან, ვთავაზობთ, რომ წარმოება გადმოიტანონ საქართველოში, რათა მათაც შეძლონ ჩვენი ქვეყნიდან ექსპორტზე თავიანთი პროდუქციის შეღავათიანი რეჟიმით გატანა“, - ამბობს დავით ცირდავა.

ამასთან, აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველი ვიცე-პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სასურველია პარლამენტმა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება  სასურველია (CEPA) წლის ბოლომდე დაასრულოს.

„საქართველოსა და საამიროებს შორის  ხელშეკრულება ოქტომბერში გაფორმდა, თუმცა ამ დოკუმენტს სჭირდება რატიფიცირება, რათა ძალაში შევიდეს. ჩვენი ინფორმაციით პარლამენტში ჯერ არ არის დაწყებული ამ საკითხის განხილვა, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ამ დოკუმენტის რატიფიცირება წლის ბოლომდე დასრულდება. რადგან გარკვეული კომუნიკაცია, რაც საჯარო სექტორში იყო, წელს სრულად უნდა დასრულდეს. რადგან დოკუმენტი ძალაში არ არის ამიტომ ბიზნესი ჯერ ვერ სარგებლობს ამ შეთანხმებით“, - ამბობს ცირდავა.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 10 ოქტომბერს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ("CEPA") ხელი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა − ლევან დავითაშვილმა და საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა − თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდმა მოაწერეს.

იგივე თემაზე: 

რა სავაჭრო ურთიერთობები აქვს საქართველოს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და რა იცვლება 10 ოქტომბრიდან

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

1 საათის წინ

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები