დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სტრატეგიული ლოკაციის მიუხედავად, ჩვენი ვიზიტორების მხოლოდ 10%-ია ტურისტი - ბალნეოლოგიური სპა კურორტის ხელმძღვანელი

სტრატეგიული ლოკაციის მიუხედავად, ჩვენი ვიზიტორების მხოლოდ 10%-ია ტურისტი - ბალნეოლოგიური სპა კურორტის ხელმძღვანელი

2024-04-04 17:00:00

არ გვაქვს დიდი პიარი ევროპაში, რაშიც მთავრობის მხარდაჭერას ვითხოვთ,  - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის ხელმძღვანელმა სალომე ყვავილაშვილმა განუცხადა.

„ბალნეოლოგიური სპა კურორტის ვიზიტორების 90% არის ადგილობრივი მომხმარებელი და პაციენტი. 2023 წელს ჩავატარეთ 1 193 000  პროცედურა, ზრდა 2022 წელთან შედარებით რა თქმა უნდა იყო,  მაგრამ უფრო მეტი რესურსი გვაქვს. ვამატებთ ფართებს, მომსახურებებსა და მიმართულებებს. გვაქვს სეზონური სერვისიც, ხშირად, მაღალი მოთხოვნის გამო რაღაც მიმართულებებზე მომხმარებლების ჩაწერასაც კი ვერ ვახერხებთ. გვაქვს რესურსი,  რომ უფრო მეტი ტურისტი გვყავდეს. არის მოლოდინი, რომ როცა სასტუმროს გავხსნით, ეს მაჩვენებელი 30%-მდე გაიზრდება, რადგან თბილისის აეროპორტიდან  ბალნეოლოგიურ სპა კურორტამდე მისვლას 15 წუთი სჭირდება“, - ამბობს სალომე ყვავილაშვილი.

თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ამ დროისთვის სასტუმროს სარემონტო შიდა სამუშაოები მიმდინარეობს, რაც სავარაუდოდ 2025 წლისთვის დასრულდება. ეს იქნება 4 ვარსკვლავიანი 130 ნომრიანი სასტუმრო.

„რაც შეეხება თვითონ ბალნეოლოგიურ კურორტს, ამ ეტაპზე გვაქვს 2 000-მდე მომსახურება და კიდევ უფრო გავაგრძელეთ სამედიცინო-ამბულატორიული მიმართულებით სრული სპექტრი. გვყავს ყველა მიმართულების ექიმი-სპეციალისტი. ესაა ბანოთერაპევტი, კურორტოლოგი, თერაპევტი, რეაბილიტოლოგი. შევძინეთ ბოლო თაობის ფიზიოაპარატურა და გვაქვს სრული მიმართულება. ასევე გადავამზადეთ ჩვენი კადრები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და მომხმარებელს ვთავაზობთ 29 სახის მასაჟს“, - ამბობს სალომე ყვავილაშვილი.

ცნობისთვის, თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტის 100%-ს სახელმწიფო ფლობდა, 1998 წელს შენობას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, დღეს თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტის 75%–ს შპს „მეიდანზე“ ფლობს, 25%–ს კი კომპანია „მეიდანი”.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

4 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები