დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ტაქსის ფედერაცია ელექტრომობილი ტაქსების ბიზნესში შედის

ტაქსის ფედერაცია ელექტრომობილი ტაქსების ბიზნესში შედის

2023-03-18 15:00:55

ტაქსის ფედერაცია თბილისში ელექტრომობილი ტაქსების შემოყვანას გეგმავს. როგორც  Business Insider Georgia -თან ფედერაციის ხელმძღვანელი ზურაბ აგლაძე ამბობს, ელექტრო ძრავაზე მომუშავე ტაქსები დედაქალაქში სავარაუდოდ ზაფხულიდან შემოვა,

პირველ ეტაპზე 30 ტაქსის შემოიყვანენ, წლის განმავლობაში კი რაოდენობის 100-მდე გაზრდა იგეგმება. „ პროექტის განხორციელებას ,,მწვანე კრედიტის" საშუალებით ვაპირებთ.

პრემიუმ კლასზე გვინდა ვიმუშაოთ. ინვესტორთან მუშაობა მიდის, ავტომობილები შერჩეულია.  რამდენიმე თვეში ჩამოვიყვანთ 30 ელექტრომობილს. ტექნოლოგიურად აპლიკაციაც მზადაა და საბოლოოდ 100 ავტომობილამდე შეივსება და ეს მაჩვენებელი საბოლოდ გაიზრდება", - ამბობს ზურაბ აგლაძე.

მისი თქმით, საუბარია ახალი ტიპის ავტომობილებზე, რომელთა გარბენი 500 კილომეტრამდეა.

,,მაღალი გარბენი  საშუალებას იძლევა, რომ რეგიონებშიც გადაადგილდნენ, თუმცა ინფრასტრუქტურა დახვეწას და მოწესრიგებას საჭიროებს. კარგია, რომ  ელექტრომობილები გადასახადებისგან გათავისუფლებულია, რიგი შეღავათით სარგებლობენ,  მაგრამ სწრაფდამტენი მოწყობილობები, სადგურების რაოდენობა უნდა გაიზარდოს, რის გარეშეც დარგს განვითარება გაუჭირდება", - ამბობს ტაქსების ფედერაციის ხელმძღვანელი.

ინვესტიციის მოცულობას ზურაბ აგლაძე არ აკონკრეტებს

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები