დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისი-დორტმუნდის რეისზე ეკონომკლასის ყველა ბილეთი დაჯავშნილია, თუმცა შესაძლოა გარკვეულ რაოდენობაზე, რომლის გამოსყიდვა არ მოხდა, ჯავშანი მოიხსნას და ბილეთები ისევ ხელმისაწვდომი გახდეს – Georgian Airways-ი

თბილისი-დორტმუნდის რეისზე ეკონომკლასის ყველა ბილეთი დაჯავშნილია, თუმცა შესაძლოა გარკვეულ რაოდენობაზე, რომლის გამოსყიდვა არ მოხდა, ჯავშანი მოიხსნას და ბილეთები ისევ ხელმისაწვდომი გახდეს – Georgian Airways-ი

2024-04-02 13:51:00

ამ ეტაპზე 17 ივნისის თბილისი-დორტმუნდის რეისზე ეკონომ კლასის ყველა ბილეთი დაჯავშნილია, ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ავიაკომპანია Georgian Airways-ში განუცხადეს, რომელმაც გერმანიაში EURO-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასასწრებად ჩარტერული ფრენების ავიაბილეთების გაყიდვები გუშინ გახსნა და ერთი გზის ღირებულება, ეკონომ კლასში 295 ევროდან დააანონსა.

„მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე 17 ივნისის თბილისი-დორტმუნდის რეისზე ეკონომ კლასის ყველა ბილეთი დაჯავშნილია. შესაძლებელია გარკვეულ რაოდენობაზე, რომლის გამოსყიდვა არ მოხდა, მოიხსნას ჯავშანი და ისევ ხელმისაწვდომი გახდეს. თვალი ადევნეთ ავიაკომპანიის ვებ-გვერდს“, - აცხადებენ Georgian Airways-ში.

არსებული განრიგის მიხედვით, Georgian Airways-ი პირდაპირ ფრენებს შესრულებს თბილისიდან დორტმუნდში 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს), თბილისიდან ჰამბურგში – 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს), თბილისიდან დუსელდორფში 25 ივნისს (გამოფრენა დუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს).

Georgian Airways-ში განმარტავენ, რომ პირდაპირი რეისები შესრულდება მგზავრებისთვის მატჩებზე დასასწრებად კომფორტულ დროს.

ავიაბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო ავიაკომპანიის ვებ-საიტზე, გაყიდვების ოფისებსა და პარტნიორ სააგენტოებში.

„ავიაკომპანია Georgian Airways-ი კიდევ ერთხელ ულოცავს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და მის გულშემატკივრებს ისტორიულ გამარჯვებას! Georgian Airways-ი შეასრულებს სპეციალურ პირდაპირ ფრენებს თბილისიდან გერმანიის იმ ქალაქებში, სადაც გაიმართება საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების თამაშები ევროპის ჩემპიონატზე იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა გულშემატკივარმა შეძლოს მატჩებზე დასწრება“, – აღნიშნული იყო რამდენიმე დღის უკან ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ერთად ვუგულშემატკივროთ ეროვნულ ნაკრებს!

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები