დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 10%-ით, ხოლო ბათუმში 6%-ით გაიზარდა

თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 10%-ით, ხოლო ბათუმში 6%-ით გაიზარდა

2024-04-15 10:00:00

2024 წლის პირველ კვარტალში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 4%-იანი ზრდა ფიქსირდება. როგორც Colliers Georgia-ს სტატისტიკიდან ირკვევა, ძველ პროექტებში 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი 16%-ით არის შემცირებული.

ირკვევა, რომ 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 10%-ით გაიზარდა გარეუბნებსა და ფართო ცენტრში. ქალაქის ცენტრში კი 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

იანვარ-მარტში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 9,824 ერთეული შეადგინა და წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით 3%-იანი შემცირება დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 3%-ით, 622 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი. 

რაც შეეხება ბათუმს, პირველ კვარტალში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით 24%-ით, 3,374 ერთეულამდე შემცირდა, ბაზრის ზომა კი 20%-ით შემცირდა და 152 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ბათუმში 2024 წლის პირველ კვარტალში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 5%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 945 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 6%-ით, 685 აშშ დოლარამდე შემცირდა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები