დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილსერვის ჯგუფი გარე განათების ბოძებისა და ლედ სანათების შესაძენად 460 ათას ლარს დახარჯავს

თბილსერვის ჯგუფი გარე განათების ბოძებისა და ლედ სანათების შესაძენად 460 ათას ლარს დახარჯავს

2023-10-10 13:30:05

თბილსერვის ჯგუფმა ქუჩის/გარე განათების ბოძების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა, რომლის ბიუჯეტიც  460 084 ლარია. ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა მხარეებმა განაცხადები 6 ნოემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ. 

სატენდერო პირობების მიხედვით, თბილსერვის ჯგუფი 16 ერთეულ 12 მეტრი სიმაღლის ბოძს (bable) და 220 ერთეულ ლედ სანათი მოწყობილობას 150(±10) ვატი ყიდულობს. 

„თბილსერვის ჯგუფი“ 2007 წელს დაფუძნებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ და მისი წილი კომპანიის კაპიტალში 100% შეადგენს. კომპანია წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს. 2016 წლის 15 მაისიდან კომპანიას 3 იურიდიული პირი - შპს "უძრავი ქონება - თბილისი", შპს "თბილისის პარკები და შპს "სინათლის ქალაქი" შეუერთდა, შესაბამისად მათი ფუნქციებიც კომპანიის საქმიანობას დაემატა.

კომპანიაში ამ დროისათვის დასაქმებულია 5000 - ზე მეტი თანამშრომელი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები