დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„თეგეტა აკადემია“ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს Electude-ის პროდუქტებით მოამარაგებს

„თეგეტა აკადემია“ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს Electude-ის პროდუქტებით მოამარაგებს

2024-04-16 12:50:00
  • თეგეტა აკადემიისდელეგაცია ჰოლანდიაში იმყოფებოდა.

სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, უზბეკეთიყაზახეთიეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, სადაც თეგეტა აკადემია ონლაინ სასწავლო პლატფორმის Electude-ის წარმომადგენლობასშეითავსებს. ინიციატივა ჰოლანდიაში სასწავლო ვიზიტისას გაჩნდა, სადაცთეგეტა აკადემიისდელეგაცია USAID-ის მხარდაჭერით იმყოფებოდა. შეთანხმების შედეგად, „თეგეტა ჰოლდინგისშვილობილი კომპანია Electude-ის პროდუქტებით მოამარაგებს ქვეყნებს, სადაც ონლაინ სასწავლოპლატფორმა ხელმისაწვდომი ჯერ არ არის.

თეგეტა აკადემიასაქართველოში პროგრამის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელია. Electude-ს კომპანია USAID-ის პროგრამისდამსაქმებლები პროფესიული განათლებისმხარდაჭერით ახორციელებს. საქართველოს შემდეგ ცოდნის გავრცელებასთეგეტა აკადემიარეგიონშიც უზრუნველყოფს.

ჰოლანდიაში ვიზიტისას, „თეგეტა აკადემიისწარმომადგენლები Koning Willem I College-შიიმყოფებოდნენ, სადაც კოლეჯის საავტომობილო პროგრამების უკლებლივ ყველა სტუდენტი სწორედელექტუდისპლატფორმას იყენებს. „თეგეტა აკადემიაპლატფორმის განვითარებისა დადანერგვის პროცესში მიღებულ გამოცდილებას გაიზიარებს. მათ შორის იქნება Electude Classroom-ის დანერგვა. Electude-ის განახლებული ვერსიათეგეტა აკადემიაშიხელმისაწვდომისექტემბრიდან გახდება. სიახლე ელექტრონული წიგნების, ასევე HOW TO მოდულების დამატებასგულისხმობს, სადაც ინტეგრირებული იქნება რეალური ვიდეოები. ონლაინ სასწავლო პლატფორმისგანახლებული ვერსიის დანერგვითთეგეტა აკადემიასაავტომობილო განათლების სფეროში მორიგპრეცედენტს შექმნის.

https://newshub.ge/uploads/files/2024/04/10/100727/tegeta-akademia1_o_h.jpeg

გიორგი ცინარიძე, „თეგეტა აკადემიისკომერციული პროექტების სამსახურისუფროსი: ჰოლანდიაში ვიზიტისას გავეცანით პროფესიული განათლების სისტემას, შევისწავლეთ მათი საქმიანობა საავტომობილო პროგრამების მიმართულებით, გავიგეთ, რა მიდგომებს, მეთოდებს იყენებენ. ვიზიტის მეორე ნაწილი მოიცავდაელექტუდისწარმომადგენლებთან შეხვედრას, მათი საქმიანობის უფრო ახლოს გაცნობას. მოლაპარაკების პროცესში ვისაუბრეთ რეგიონში წარმომადგენლობის გაფართოებისსაკითხებთან დაკავშირებითაც. „თეგეტა აკადემიაიღებს პასუხისმგებლობას, მოამარაგოსელექტუდისპროდუქტებით რეგიონის ის ქვეყნები, სადაც სასწავლოპლატფორმის წარმომადგენლობა ჯერ ისევ არ არის“.

ELECTUDE სიმულაციური ონლაინ სასწავლო პლატფორმაა, რომელიც USAID-თანთანამშრომლობით გასულ წელს დაინერგა. „თეგეტა აკადემიასპროგრამისდამსაქმებლებიპროფესიული განათლებისფარგლებში, 30 000 დოლარი გადაეცა. გადამზადდა 1000-მდე პირი, შემუშავდა 10-მდე სასწავლო პროგრამა და ითარგმნა Electude-ის სასწავლო მოდულები ქართულენაზე.

თეგეტა აკადემიასადა USAID-ს შორის პარტნიორობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი კიოქტომბერში დაიწყო. პროექტის ფარგლებში შპსტრანსფორდთანდა USAID-ის პროგრამასთანდამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვისპარტნიორობით, „თეგეტა აკადემიაფოთში ახალფილიალს გახსნის, ხოლო ბათუმში უკვე არსებულს გააფართოებს.

ოთარ სიხარულიძე, „თეგეტა აკადემიისდირექტორი: „თეგეტა აკადემიასუკვე აქვს USAID-თან თანამშრომლობის გამოცდილება. პირველი პროექტი, რომელიც მათი საშუალებითგანვახორციელეთ, სასწავლო პლატფორმაელექტუდისწარმატებით დანერგვა იყო. ამისშემდეგ ჩვენ გავაგრძელეთელექტუდისროგორც სასწავლო რესურსის, გამოყენება სხვაპროგრამებთან მიმართებით. მიმდინარე წელს აკადემიას დაემატება 19 ახალი სასწავლოპროგრამა მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მიმართულებით.

ამასთანავე, USAID-ის პროექტის ფარგლებშითეგეტა აკადემიაგეგმავს ბათუმისა დაფოთის ფილიალებისთვისელექტუდისსტენდებისა და სიმულატორების შეძენას. ჰოლანდიაში ჩვენი ვიზიტის ერთ-ერთი ამოცანა იყო, ადგილზე გვენახა და გამოგვეცადაყველა სტენდი და სიმულატორი, რომელთა შეძენასაც ვაპირებთ. „ელექტუდისტექნიკურმა სპეციალისტებმა დეტალურად აგვიხსნეს სიმულატორების მუშაობისპრინციპები და შესაძლებლობები. ჰოლანდიის ერთ-ერთი წამყვანი პროფესიულიკოლეჯის მიერ გაზიარებული გამოცდილებათეგეტა აკადემიასდაეხმარება როგორცახალი სასწავლო პროგრამების შემუშავების პროცესში, ისე განახლებული სივრცეებისმოწყობაშიც“.

https://newshub.ge/uploads/files/2024/04/10/100729/tegeta-akademia2_o_h.jpeg

პროექტის, რომელიც აკადემიამდასავლეთ საქართველოში დაიწყოჯამური ღირებულება 1,5 მილიონი დოლარია, სადაც 750 000 აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ინვესტიციაა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, ჯამში, 19 ახალი სასწავლო პროგრამის შექმნა. სპეცტექნიკისმიმართულებით აღსანიშნავია, რომ პროგრამა შემუშავდება JCB-სთან ერთად და წარმატებულკურსდამთავრებულებსთეგეტა აკადემიაში“ JCB-ს მიერ აკრედიტებული მექანიკოსის სტატუსიმიენიჭებათ.

თეგეტა აკადემიისახალ ფილიალში კი, რომელიც ფოთში გაიხსნება, ფოკუსირებული ვიქნებითსაპორტო და სამშენებლო ტექნიკის ოპერატორების მომზადების პროგრამებზე, რომლებიც შპსტრანსფორდთან“ (პეის ჯგუფი) პარტნიორობით შეიქმნება. ასევე, შევიძენთ საპორტო ტექნიკისსიმულატორს. კურსდამთავრებულები სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს მიიღებენ.

---

თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია თეგეტა აკადემია არის ავტორიზებული კოლეჯი დამულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო დასაკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.

თეგეტა აკადემიაკომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონთანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაშიდა გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები