მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7239.8
0.0232
flag
AZN 1.5842
-0.0003
flag
CNY 39.397
-0.0013
flag
EUR 3.1505
0.0041
flag
GBP 3.6329
-0.0005
flag
KZT 58.03
0.0004
flag
TRY 0.0598
-0.0002
flag
USD 2.6932
-0.0004

ავტოპარკის მოქნილი და ეფექტიანი მართვა - საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში „ევროპქარ ჯორჯია“ „სოკარ ჯორჯია გაზს“ 75 ავტომობილს მიაწვდის

news image

ავტოგაქირავების კომპანია „ევროპქარ ჯორჯია“, რომელიც ბაზრის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა,კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზთან“ თანამშრომლობას აფართოებს. საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში, „ევროპქარი“ ავტოპარკის სრულ მართვაზე იღებს პასუხისმგებლობას და ენერგეტიკის სფეროში უმსხვილეს ინვესტორს 75 ავტომობილს გადასცემს. Toyota Hilux-ის მოდელებს „სოკარ ჯორჯია გაზი“ ეტაპობრივად მიიღებს. პირველ ეტაპზე 11 ავტომობილის მიწოდებაა გათვალისწინებული. დამკვეთი ყველა იმ უპირატესობით ისარგებლებს, რასაც „თეგეტა ჰოლდინგში“შემავალი კომპანია „ევროპქარ ჯორჯია“ კორპორაციულ მომხმარებელს საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში სთავაზობს. 

ნინო პატარაია, „ევროპქარ ჯორჯიას“ საოპერაციო დირექტორი: „ევროპქარ ჯორჯიასა“ და „სოკარ ჯორჯია გაზს“ შორის თანამშრომლობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და მოხარულები ვართ, რომ ახლა კიდევ უფრო დიდი მასშტაბები შეიძინა. 5-წლიანი კონტრაქტის ფარგლებში ვიღებთ ვალდებულებას, 75 მანქანით დაკომპლექტებული ავტოპარკი სრულად ვმართოთ - ყოველ სამ თვეში შევამოწმოთ ავტომობილების მდგომარეობა, გავუწიოთ სათანადო სერვისი და  ყველა საჭირო დეტალზე ვიზრუნოთ. საოპერაციო ლიზინგი შესაძლებლობას ქმნის, კომპანიამ უფრო ეფექტიანად მართოს როგორც შრომითი რესურსები, ისე საოპერაციო ხარჯები და საქმიანობა უწყვეტად, შეუფერხებლად წარმართოს. მთელ ამ პროცესში, ცხადია, ზურგს გვიმაგრებს „თეგეტა ჰოლდინგის“ მრავალმხრივი პორტფელი, 30-წლიანი გამოცდილება სერვისში და ხელმისაწვდომობა მთელი ქვეყნის მასშტაბით.  

ვფიქრობთ, საოპერაციო ლიზინგი სტრატეგიულად მოგებიანი გადაწყვეტაა კომპანიებისათვის, რომელთა ძირითადი საქმიანობა არ არის საავტომობილო ინდუსტრია.

დარწმუნებულები ვართ, რომ „სოკარ ჯორჯია გაზთან“ თანამშრომლობის ახალი ეტაპი წარმატებული და ეფექტიანი იქნება“.

„სოკარ ჯორჯია გაზს“ „ევროპქარ ჯორჯია“ ავტომობილებს ეტაპობრივად გადასცემს. პროცესი სრულად წლის ბოლომდე დასრულდება.

 

მარიკა ჯაფარიძე, „სოკარის“ მთავარი იურისტი: „მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე ვთანამშრომლობთ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში, „ევროპქარ ჯორჯიას“ შერჩევა შესაბამისად გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე განხორციელდა. „ევროპქარ ჯორჯიას” მიერ შემოთავაზებული პირობები სრულად მისაღები აღმოჩნდა  „სოკარჯორჯია გაზი“-სთვის, რომელიც  გათვლილია დამკვეთის სრულ კომფორტზე. „ევროპქარ ჯორჯიას“ გუნდი ისეთ დეტალებზეა ორიენტირებული, რაც ჩვენს თანამშრომლობას გვჯერა, რომ ნაყოფიერს გახდის”.

საოპერაციო ლიზინგით სარგებლობა, ავტომობილის ფლობისაგან განსხვავებით, არაპროგნოზირებადი ხარჯებისაგან დაცვის გარანტიას ქმნის. აღარ არის აუცილებელი ერთჯერადი მსხვილი ინვესტიცია, ტექნიკური პერსონალის დაქირავება მუდმივი ზედამხედველობისთვის და სარემონტო სერვისი. საოპერაციო ლიზინგი ამ პროცესს სრულად ანაცვლებს და ბიზნესს სთავაზობს: 

  • სრულ ტექნიკურ, საგარანტიო და არასაგარანტიო სერვისს
  • დაზღვევას ყველა შესაძლო რისკისგან
  • GPS მონიტორინგსა და დეტალურ რეპორტინგს
  • სეზონური საბურავების შეცვლასა და შენახვას
  • პარკირების გადასახადის დაფარვას
  • პერსონალური მენეჯერის მომსახურებას
  • 24/7 საგზაო დახმარებასა და ევაკუატორის მომსახურებას 
  • საჭიროების შემთხვევაში ავტომობილის ჩანაცვლებას

„ევროპქარ ჯორჯიაში“ აღნიშნავენ, რომ საოპერაციო ლიზინგზე ბოლო წლებში მოთხოვნა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რასაც მონაცემებიც ადასტურებს - ამ მიმართულებით ბოლო 5 წლის განმავლობაში „ევროპქარ ჯორჯიას“ ყოველწლიურად 30%-იანი ზრდა აქვს. ამჟამად კომპანიას 500-ზე მეტი ავტომობილი ჰყავს იჯარით გაცემული და არაერთ მსხვილ კორპორაციასთან თანამშრომლობს.

„ევროპქარი“ უკვე სომხეთის ბაზარზეა, ასევე წარმატებით ოპერირებს უზბეკეთში და რეგიონის ქვეყნებს ავტომობილების გაქირავებასთან დაკავშირებულ სრულ მომსახურებას სთავაზობს.

--

ფრანგული კომპანია Europcar Georgia თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომელმაც გასულ წერს ესპანური ბრენდი Goldcar-იც დაიმატა. კომპანია ორივე  საერთაშორისო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. Europcar Georgia-ს ბიზნესპროფილია ავტომობილების გაქირავება როგორც დღიურად, ისე საოპერაციო ლიზინგით გრძელვადიანი საჭიროებისთვის და ასევე სატრანსპორტო მომსახურება. Europcar თავის მომხმარებელს Auto Subscription-ის სერვისსაც სთავაზობს.

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

თეგეტა ბიზნესისთვის
image ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა

08.04.2026.13:49

კორპორაციულ სეგმენტში გაყიდული 50-მდე Geely-ს ბრენდის ავტომობილი, B2B პარტნიორები და ახალი ავტომობილები ბრენდის სამოდელო რიგში - „ჯილი ცენტრი თეგეტამ" 2026 წლის პირველ კვარტალში მნიშვნელოვანი შედეგები დააფიქსირა. ამ პერიოდში კომპანიამ სხვადასხვა ორგანიზაციას 25 ერთეულზე მეტი ელექტრული Geely GeoMe და 18 ერთეული შიგაწვისძრავიანი Geely Emgrand გადასცა. მათ შორის არის ავტოგაქირავების კომპანია Europcar Georgia, რომელიც შეძენილ ავტომობილებს ფლიტ მენეჯმენტის მიმართულებით გამოიყენებს.

გიორგი შაქარაშვილი, „ჯილი ცენტრი თეგეტას“ კომერციული დირექტორი: „2026 წლის პირველი კვარტალი „ჯილი ცენტრი თეგეტასთვის“ საქართველოს ბაზარზე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. მოხარულები ვართ, რომ ამ პერიოდში გაყიდვების მიმართულებით კარგი მაჩვენებლები გვაქვს. ჩვენ მოკლე დროში შევძელით და ბაზარს სამივე ტიპის ავტომობილები შევთავაზეთ - ელექტრული, დამუხტვადი ჰიბრიდი და შიგაწვისძრავიანი. ეს არა მხოლოდ პორტფელის გაფართოება, არამედ ჩვენი სტრატეგიის ნაწილია, რომ მომხმარებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, არჩევანი სასურველ მოდელზე გააკეთონ, მათივე ინტერესების გათვალისწინებით. 

ფინანსური მაჩვენებელი ნებისმიერი ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად, კომპანიები ყურადღებას უთმობენ საწვავის ხარჯს. ამიტომაც მათ დივერსიფიცირებულ სამოდელო რიგს ვთავაზობთ, რათა თავად გადაწყვიტონ, რა არის მათთვის პრიორიტეტული და ჰქონდეთ შესაძლებლობა, ერთი მხრივ, ხარჯები შეამცირონ, მეორე მხრივ კი, ეფექტიანობა გაზარდონ. მნიშვნელოვანია ჩვენი ფლიტ მენეჯმენტის მიმართულებაც - „ჯილი ცენტრი თეგეტა“ ქმნის ინფრასტრუქტურას, რომელიც კორპორაციულ მომხმარებელს გრძელვადიანი და ეფექტური ექსპლუატაციის შესაძლებლობას აძლევს“.

სწორედ მომხმარებლისთვის მეტი კომფორტის შექმნასა და ხარჯების შემცირებას ისახავს მიზნად კომპანიის მიერ მოწყობილი ელექტროდამტენების ინფრასტრუქტურა - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ თბილისსა და ბათუმში, სხვადასხვა ლოკაციაზე, ფიზიკურ პირებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს საოფისე შენობების, ავტოსადგომებისა თუ სასაწყობე ტერიტორიებზე 7- და 22-კილოვატიანი ორიგინალი დამტენები დაუმონტაჟა და, ყოველგვარი ფინანსური სარგებლის გარეშე, ექსკლუზიური ბარათები გადასცა, რაც მომხმარებელს ავტომობილის მინიმალური ტარიფით დამუხტვის შესაძლებლობას აძლევს. შედეგად, ყოველ 100 კილომეტრზე ხარჯი, შიგაწვისძრავიან ავტომობილთან შედარებით, სამჯერ მცირდება.

2026 წლის დასაწყისი „ჯილი ცენტრი თეგეტასთვის“ სამოდელო ხაზის გაფართოების თვალსაზრისითაც გამორჩეული იყო - პირველად ბრენდის ისტორიაში ქართულ ბაზარზე ერთდროულად სამი სხვადასხვა ტიპის ძრავის მქონე მოდელი გახდა ხელმისაწვდომი. მათ შორის:

  • Geely GeoMe - განახლებული ელექტრომობილი

პირველ კვარტალში „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საოპერაციო ლიზინგით კომპანიებს 25-ზე მეტი Geely GeoMe-ის განახლებული ვერსია გადასცა. 2025 წელს ქართულ ბაზარზე შემოსული ეს მოდელი ახლა უკვე რესტაილინგ ვერსიით არის წარმოდგენილი.

  • Geely Starship 7 - ევროპული Plug-in ჰიბრიდი

2026 წლის პირველ კვარტალში ბაზარს წარედგინა Geely Starship 7-ის ევროპული ვერსია - ბრენდის სამოდელო ხაზის პირველი Plug-in ჰიბრიდი, რომელიც სპეციალურად ევროპული ბაზრისთვის შეიქმნა. მოდელი ერთი დამუხტვით 120 კილომეტრს გადის, საწვავის საშუალო მოხმარება კი 100 კილომეტრზე 2-3 ლიტრია.

  • Geely Preface - პრემიუმ სედანი შიგაწვის ძრავით

მნიშვნელოვანი სიახლეა Geely Preface - ბრენდის სამოდელო ხაზიდან სრულიად ახალი, პრემიუმ კლასის სედანი 2.0 ტურბო ძრავით, რომელიც ერთნაირად მიმზიდველია როგორც კორპორაციული, ისე საცალო მომხმარებლებისთვის.

 „ჯილი ცენტრი თეგეტა“ პორტფელის გაფართოებას კვლავაც აგრძელებს. წლის მეორე ნახევარში ბაზარზე პრემიუმ მოდელი Geely Galaxy M9 გამოჩნდება, ასევე Geely Battleship - დიდი ზომის 7-ადგილიანი 4x4 დამუხტვადი ჰიბრიდი. მანამდე კი, აპრილიდან კომპანია ბაზარს „ჯილი ჰოლდინგში“ შემავალ კიდევ ერთ ახალ ბრენდს, Farizon-ს, წარუდგენს - სრულად ელექტრული კომერციული ავტომობილების ხაზს (მცირე და დიდი ზომის ფურგონები, პიკაპები, დახურული სატვირთოები და ავტომობილები, რომლებშიც ქარხნულად ინტეგრირებული მაცივარია მოთავსებული -18°C-მდე). Farizon საქართველოში პირველი ბრენდი იქნება, რომელიც ბიზნესს, მათ შორის, სადისტრიბუციო კომპანიებს, ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტების ქსელებს ასეთი ტიპის სპეციალიზებულ კომერციულ ელექტრომობილებს შესთავაზებს.

Geely ზრდის სწრაფი ტემპით გამოირჩევა როგორც გლობალურ, ისე საქართველოს ბაზარზე. ბრენდმა 2025 წელი რეკორდული შედეგებით დაასრულა, ხოლო 2026 წლის პირველი კვარტალი ისტორიული მნიშვნელობის იყო - პირველად ჩინეთში, მსოფლიოს უდიდეს საავტომობილო ბაზარზე, სწორედ Geely გახდა ყველაზე გაყიდვადი ჩინური ავტომწარმოებელი.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ჯილი ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს. ის ჩინური ავტოგიგანტის Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Geely Auto-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. Geely Auto-ს ავტომობილები გამოირჩევა გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ხელმისაწვდომი ფასებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა