მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.8
0.0019
flag
AZN 1.5353
-0.0001
flag
CNY 38.899
-0.0018
flag
EUR 3.0247
-0.0095
flag
GBP 3.5239
-0.0097
flag
KZT 57.79
-0.005
flag
TRY 0.0537
-0.0001
flag
USD 2.6095
-0.0006
news banner

Toyota X Bridgestone - იაპონური პარტნიორობის სტანდარტი

news image
mbc image

უსაფრთხოება, ინოვაციურობა და უმაღლესი ხარისხი – სწორედ ამ სამ პრინციპზეა დაფუძნებული ორი იაპონური გიგანტის Toyota-სა და Bridgestone-ის ღირებულებითი პლატფორმა. უკვე წლებია, Bridgestone Toyota-ს OEM (Original Equipment Manufacturer) მიმწოდებლის სტატუსს ინარჩუნებს, რაც ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ბრენდის მოდელების უმრავლესობა Bridgestone-ის საბურავებით არის აღჭურვილი. სხვადასხვა კომპლექტაციის საბურავები ავტომობილებზე ქარხანაშივე მონტაჟდება. შედეგად, მძღოლი იღებს მანქანას, რომელიც მაქსიმალურად არის მორგებული კომფორტზე, ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე.

Toyota-სა და Bridgestone-ის იაპონური პარტნიორობა საქართველოშიც გრძელდება. საბურავების მწარმოებელმა  ბრენდმა კავკასიის რეგიონში ბიზნესსაქმიანობა სწორედ „თეგეტასთან“ პარტნიორობით დაიწყო. Bridgestone-სა და „თეგეტა მოტორს“ შორის პირველი გარიგება 1998 წელს შედგა. დღეს უკვე  „თეგეტა მოტორსი“რეგიონში მსოფლიო ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორია. რაც შეეხება Toyota-ს, „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე  2014 წლიდან ოპერირებს.

დავით ჩხაიძე, „თეგეტა პრაიმ პროდაქტსის“ დირექტორი: Bridgestone-ის და Toyota-ს OEM თანამშრომლობა მომხმარებლისათვის უმაღლეს სტანდარტს ნიშნავს. უსაფრთხოებითა და გამძლეობით გამორჩეული Toyota-ს მოდელები Bridgetone-ის საბურავებით წარმოების პროცესშივე აღიჭურვება. ამ უპირატესობას ავტომობილის მფლობელი ყოველდღიურ მართვაში გრძნობს.  

სეზონური საბურავები სხვადასხვა კომპლექტაციით შესაბამის მოდელებს ერგება, იქნება ეს უგზოობისთვის განკუთვნილი მაღალი გამავლობის ავტომობილი თუ სედანი. ქართული ბაზრისთვის საკმაოდ კარგად ცნობილი და მოთხოვნადი მოდელების, RAV4, Corolla and Camry, Hilux, Land cruiser and Prado, უმრავლესობას Bridgestone-ის საბურავი აქვს. საბოლოოდ, მომხმარებელი იღებს ორმაგ გარანტიას – უმაღლესი ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას“.

Bridgestone, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 120-ზე მეტი ქარხნისა და კვლევისა და განვითარების ობიექტის მფლობელია, წარმოებაში თანამედროვე მიღწევებს იყენებს. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით პროდუქციას,480 სხვადასხვა ხარისხობრივი პარამეტრით სწრაფად და სრული სიზუსტით აკონტროლებს. 

ინტელექტუალურ სისტემასთან ერთად, იყენებს NanoPro-Tech ტექნოლოგიას, რაც, ერთი მხრივ, საწვავის ეფექტიან მოხმარებას უწყობს ხელს და ამასთანავე, აუმჯობესებს მოჭიდებას, რაც პირდაპირ კავშირშია უსაფრთხოებასთან. კომპანია კვლევებზე წლიურად 800 მილიონ ევროს ხარჯავს. 

ლაბორატორიული სამუშაოები და უახლესი მიდგომები წარმოებაში პრიორიტეტულია Toyota-სთვისაც. კომპანიის წლიური ბიუჯეტიდან მილიონ დოლარზე მეტი სწორედ ამ მიმართულებით იხარჯება. ორ იაპონურ ბრენდს კიდევ ერთი საერთო აქვს, რაც გარემოს დაცვასა და მწვანე პროექტებს უკავშირდება. 

Bridgestone აქტიურად მუშაობს ეკომეგობრული ტექნოლოგიების დანერგვაზე საბურავების წარმოებაში და 2050 წლისთვის 100%-ით გადამუშავებადი მასალების გამოყენებას გეგმავს. Toyota კი ჰიბრიდული და ელექტრომობილების განვითარებით  მავნე კომპონენტების ემისიას ამცირებს. ამ თანამშრომლობის შედეგად მომხმარებელი იღებს არა მხოლოდ მაღალხარისხიან პროდუქტს, არამედ იმ ხედვის ნაწილიც ხდება, რომელიც მწვანე მომავლისკენ არის მიმართული.

Bridgestone კავკასიის რეგიონში წარმოდგენილია, როგორც კომფორტკლასის, სპორტული, ასევე SUV თუ სატვირთოსთვის განკუთვნილი საბურავებით. იაპონური ბრენდის უპირატესობები რეგიონში სრულად ხელმისაწვდომი „თეგეტა მოტორსმა“ გახადა.

დავით ჩხაიძე, „თეგეტა პრაიმ პროდაქტსის“ დირექტორი: „ჩვენ მომხმარებელს არაერთ ბენეფიტს ვთავაზობთ, მათ შორის არის უსასრულო გარანტია, რომელსაც მომხმარებელი Bridgestone-ის საბურავის შეძენისას იღებს. ნებისმიერი დაზიანების შემთხვევაში, იქნება ეს მექანიკური თუ ქარხნული წუნი, საბურავის ნარჩენი ღირებულება ანაზღაურდება.

ასევე ხაზგასასმელია ჩვენი შეთავაზება კორპორაციული მომხმარებლებისათვის. ეს არის PPK (Price-Per-Kilometer) სერვისი. ახალი მიდგომა ბიზნესის მეტი ეფექტიანობისთვის შეიქმნა. საბურავის ღირებულება ერთ კილომეტრზე გამოთვლით განისაზღვრება, რაც ნიშნავს, რომ ფასი ავტომობილის გარბენზე ნაწილდება. ეს კი, თავის მხრივ, ნათლად აჩვენებს, რომ პრემიუმ ხარისხის საბურავის გამოყენება, ერთი მხრივ, უსაფრთხოების გარანტია და ამასთანავე, ფინანსური რესურსის რაციონალურად გამოყენების წინაპირობაა“. 

საერთაშორისო გამოცდილებასა და გრძელვადიან პარტნიორობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა „თეგეტა მოტორსს“, Bridgestone-სა და Toyota-ს შორის ახალ ეკოსისტემას  ქმნის. შედეგად, მომხმარებელი  არა მხოლოდ პრემიუმ კლასის პროდუქტსა და სერვისს, არამედ უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ხარისხის ერთიან სტანდარტს იღებს, რომელიც თანამედროვე მოთხოვნებს სრულად შეესაბამება. 

 

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.



 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

თეგეტა ბიზნესისთვის
image „თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა

18.08.2026.12:12

„თეგეტა აკადემია“ მსოფლიო ბრენდის - Bridgestone-ის ოფიციალური რეგიონული პარტნიორი გახდა ტრენინგებისა და განვითარების მიმართულებით. პარტნიორობის ფარგლებში, აკადემია საბურავების მწარმოებელი ბრენდის Bridgestone-ის სასწავლო პროგრამებს საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში უხელმძღვანელებს.

შედეგად, რეგიონის მასშტაბით Bridgestone-ის დილერებსა და გაყიდვების მენეჯერებს ბრენდის საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის სრული დაცვით გადაამზადებენ. Bridgestone-მა „თეგეტა აკადემიას“ საკუთარი სატრენინგო მოდულები, სასწავლო მასალები და მეთოდოლოგია გადასცა - რესურსები, რომლებიც აქამდე მხოლოდ ბრენდის შიდა საკომუნიკაციო არხებში გამოიყენებოდა.

ირინა წეროძე, „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი: „Bridgestone 1998 წლიდან „თეგეტას“ სტრატეგიული პარტნიორია. სწორედ ამ ხანგრძლივი თანამშრომლობის ლოგიკური გაგრძელებაა, რომ ბრენდმა რეგიონულ სასწავლო პარტნიორად სწორედ „თეგეტა აკადემია“ აირჩია. ეს თანამშრომლობა დაგვეხმარება, კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი სასწავლო პროცესი და საერთაშორისო სტანდარტებთან კიდევ უფრო მეტად დავაახლოოთ. ის, რომ Bridgestone უფლებას გვაძლევს, არაერთ ქვეყანაში გავმართოთ ტრენინგები ბრენდის პროდუქტების შესახებ, ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. ფაქტი ადასტურებს, რომ „თეგეტა“ მსოფლიო ბრენდისთვის სანდო პარტნიორი და რეგიონში საიმედო დასაყრდენია“.

სასწავლო პროგრამა ორ ძირითად მიმართულებას აერთიანებს. პირველი საბურავის ტექნიკურ მახასიათებლებს მოიცავს - კონსტრუქციას, თვისებებსა და Bridgestone-ის სამოდელო ხაზებს ზამთრის, ზაფხულისა და ყველა სეზონის სეგმენტში. მეორე მიმართულება გაყიდვების სპეციფიკურ ტექნიკაზეა ფოკუსირებული, რომელიც პრემიუმ კლასის საბურავების რეალიზაციას უკავშირდება. ცალკე მოდულად გამოყოფილია Fleet Solution - ავტოპარკებთან, განსაკუთრებით სატვირთო გადაზიდვების სექტორთან მუშაობის მიმართულება. კურსდამთავრებულები Bridgestone-ისა და „თეგეტა აკადემიის“ ერთობლივ სერტიფიკატებს მიიღებენ.



Bridgestone-თან თანამშრომლობა „თეგეტა აკადემიის“ სასწავლო პროცესის ხარისხთან უშუალოდ არის დაკავშირებული. ბრენდი, რომელიც მსოფლიოში უმაღლესი ხარისხის საბურავების მწარმოებლებს შორისაა, აკადემიას არა მხოლოდ პროდუქტის შესახებ ცოდნას, არამედ საკუთარ სტანდარტებსაც გადასცემს, რომლებიც სასწავლო პროცესის თითოეულ ეტაპს მოიცავს ტრენერთა მომზადებიდან მეთოდოლოგიის გამოყენებამდე. შედეგად, ცოდნა, რომელსაც აკადემია სერტიფიცირებული ტრენერების მეშვეობით იღებს, შემდეგ „თეგეტას“ თანამშრომლების მეშვეობით უშუალოდ მომხმარებლამდე მიდის.

ლაშა ჯუღელი, „ექსელენს ჰაბის“ დირექტორი: „Bridgestone ხარისხის სიმბოლოა - ეს არის ბრენდი, რომელიც მრავალწლიანი გამოცდილებითა და კონკრეტული ტექნიკური მტკიცებულებებითაა გამყარებული და სწორედ ეს მიდგომა გადმოაქვს სასწავლო პროცესში. როდესაც ამ დონის ბრენდი გვანდობს საკუთარი სტანდარტებით ტრენინგების გამართვას, ეს გვავალდებულებს, რომ ჩვენი მეთოდოლოგია, ტრენერები და სასწავლო პროცესი მის ხარისხს გავუთანაბროთ. ეს მნიშვნელოვანია არამხოლოდ აკადემიისთვის - ცოდნა, რომელსაც ჩვენი თანამშრომლები მიიღებენ, შემდეგ მომხმარებლამდე მივა და ხარისხის სტანდარტი საავტომობილო ინდუსტრიაზეც აისახება. ამიტომაც მსოფლიო ბრენდთან თანამშრომლობას მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს აკადემიის ტრენერებისთვის, დილერებისა და იმ მომხმარებლებისთვისაც, რომლებიც, პროდუქტთან ერთად, ხარისხის გარანტიას იღებენ“.

იაპონური ბრენდი Bridgestone მსოფლიოს მასშტაბით საბურავების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია. ბრენდი მომხმარებელს მაღალი ხარისხის საბურავების ფართო არჩევანს სთავაზობს. Bridgestone-ის საბურავები გამოირჩევა გამძლეობით, სტაბილურობით, კომფორტით, საწვავის ეკონომიითა და ნებისმიერ გარემოში უსაფრთხო გადაადგილებით.

დავით ჩხაიძე, „თეგეტა მოტორსის“ საბურავების მიმართულების ხელმძღვანელი: „Bridgestone საბურავების ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი გლობალური ბრენდია, რომელიც საუკეთესოა თავისი უმაღლესი ხარისხით, ინოვაციური ტექნოლოგიებითა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით. „თეგეტასა“ და Bridgestone-ის თანამშრომლობა 1998 წლიდან იღებს სათავეს და ის, რომ დღეს ბრენდმა რეგიონულ სასწავლო პარტნიორად სწორედ „თეგეტა აკადემია“ აირჩია, ამ ხანგრძლივი პარტნიორობით მოპოვებული ნდობის ლოგიკური შედეგია. ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ „თეგეტასთვის“, არამედ მთელი რეგიონის ავტოინდუსტრიისთვის, რომელიც, პრემიუმ ხარისხის სტანდარტებთან ერთად, ცოდნისა და გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობასაც იღებს“.

„თეგეტა აკადემიის“ ტრენერებმა წარმატებით გაიარეს ტრენერთა მოსამზადებელი პროგრამა (Train of Trainers) და Bridgestone-ის სერტიფიცირებული სპეციალისტები გახდნენ. ამ ეტაპზე ბრენდის ოფიციალური ტრენინგების გამართვის უფლება სამ ქართველ ტრენერს აქვს მინიჭებული.

„თეგეტა აკადემიის“ რეგიონული ექსპანსია მხოლოდ Bridgestone-თან თანამშრომლობით არ სრულდება. აკადემია უკვე წარმოადგენს Porsche-ს რეგიონულ ტრენინგცენტრს, ხოლო უახლოეს მომავალში ანალოგიური სტატუსით თანამშრომლობას იწყებს ბრენდებთან - MAN-თან, JCB-სა და Bosch-თან. პარალელურად, აკადემიის გეგმებშია ევროპულ პროფესიულ კოლეჯებთან მჭიდრო თანამშრომლობის გაფართოება.

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი, რომელიც 2013 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.

„თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა