დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ტელეკომუნიკაციების შესახებ ComCom-ის მრჩეველთა საბჭოს წევრის წიგნი გამოიცა

ტელეკომუნიკაციების შესახებ ComCom-ის მრჩეველთა საბჭოს წევრის წიგნი გამოიცა

2024-01-11 11:12:00

კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერით და კომისიის მრჩეველთა საბჭოს წევრის, პროფესორ სერგო შავგულიძის თანაავტორობით, ტელეკომუნიკაციების შესახებ ახალი წიგნი - “კომუნიკაცია დედამიწის დაბალი ორბიტის თანამგზავრებით” გამოიცა.

აღნიშნული სამეცნიერო ნაშრომი ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა ახალი ტექნოლოგიები, კვლევის პერსპექტივები დედამიწის დაბალი ორბიტის (LEO) თანამგზავრულ საკომუნიკაციო სისტემებში, ასევე, წარმოგვიდგენს უახლეს სამეცნიერო მიღწევებზე დაყრდნობით, LEO თანამგზავრების გლობალურ უსადენო საკომუნიკაციო პლატფორმაში ინტეგრირებასთან დაკავშირებულ ძირითად ტექნიკურ გამოწვევებსა და მიგნებებს.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერით და კომისიის აპარატის მრჩეველთა საბჭოს წევრების ავტორობით, ტელეკომუნიკაციის სფეროს შესახებ უკვე 10-ზე მეტი წიგნი გამოიცა. წიგნები სატელეკომუნიკაციო დარგში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებასა და სფეროს განვითარებას ემსახურება.

წიგნის სრულად ნახვას შეგიძლიათ ბმულზე.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

11 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები