დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თიბისი „კანის ლომები 2024-ის“ ახალგაზრდული ფესტივალის მხარდამჭერია

თიბისი „კანის ლომები 2024-ის“ ახალგაზრდული ფესტივალის მხარდამჭერია

2024-04-10 13:30:00

თიბისიკანის ლომები 2024-ისახალგაზრდული ფესტივალის მხარდამჭერია. კანის ლომებისსაერთაშორისო ფესტივალი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი მოვლენაა მსოფლიოშემოქმედებით ინდუსტრიაში.

 

საქართველოში „კანის ლომების“ ახალგაზრდული ფესტივალი წელს რიგით მეცხრედ ტარდება. თიბისი 2015 წლიდან ამ ღონისძიების მხარდამჭერია. წლევანდელ კონკურსში მონაწილეებისრეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. პირველობისთვის ერთმანეთს 250-ზე მეტი გუნდი 6 კატეგორიაში შეეჯიბრება. ესენია: დიზაინი, დიჯიტალი, პრინტი, მარკეტერი, ფილმი, პიარი.  წელს პირველად შეჯიბრს ახალი კატეგორია, პიარი დაემატება.

კონკურსი 12 აპრილს დაიწყება, გამარჯვებული გუნდები კი 20 აპრილს გამოვლინდებიან. კონკურსშიგამარჯვებულები ივნისში, კანში საქართველოს სახელით იასპარეზენ, თავიანთ პოტენციალს ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაიტანენ და მსოფლიოს 70-მდე ქვეყნის საუკეთესო მონაწილეებს შეეჯიბრებიან.

თიბისის მხარდაჭერით დაჯილდოების დღეს მოეწყობა ინსპირაციული სცენა, რომელიცსაერთაშორისო და ადგილობრივი შემოქმედებითი ინდუსტრიის ვარსკვლავებს გააერთიანებსისინი დამსწრე აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.

თიბისი მიზნად ისახავს ახალი თაობის შესაძლებლობების გაფართოებას, აძლევს საშუალებასმიიღონ განსხვავებული პროფესიული გამოცდილება და გაიაზრონ საკუთარი შესაძლებლობები. სწორედ ამიტომ, თიბისისთვის მნიშნელოვანია მსგავსი პროექტების მხარდაჭერა, რითაც ხელს უწყობს კრეატიული ინდუსტრიის განვითარებასა და შემოქმედებითი კულტურის ჩამოყალიბებას.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები