დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ჩემპიონატი 2024 გაიმართება

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ჩემპიონატი 2024 გაიმართება

2024-04-10 16:47:00

თიბისის და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის (GSF) პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოსსათხილამურო ფედერაცია წლის მთავარ შეჯიბრებას, საქართველოს ჩემპიონატს სამთო-სათხილამუროდისციპლინაში გუდაურში, გამართავს.

12-13 აპრილს, საქართველოს ჩემპიონატზე სამთო-სათხილამურო სპორტში ქვეყნის საუკეთესო მოთხილამურეები გამოვლინდებიან.              შეჯიბრება ტარდება შემდეგ ასაკობრივ კატეგორიებში 2010-2011, 2009-2008, 2007 და მეტი.

ჩემპიონატი ყოველწლიურად იმართება და საქართველოს მთიანი რეგიონების სამთო-მოთხილამურეებისთვის ეს დღე წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა.

თიბისი მხარს უჭერს მრავალ სპორტულ პროექტს, რომლებიც ახალი თაობის განვითარებას ემსახურება. პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებას.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები