დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თურქულ ტყავს, ფასსა და ხარისხში კონკურენციას ვერ ვუწევთ - „ქართული ტყავი“

თურქულ ტყავს, ფასსა და ხარისხში კონკურენციას ვერ ვუწევთ - „ქართული ტყავი“

2024-03-22 15:00:00

„ქართული ტყავის“ დირექტორი ზურაბ მჟავანაძე Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ საქართველოში ტყავის ადგილობრივი წარმოების განვითარებას არასტაბილური ნედლეულის ბაზარი და წარმოებაში მაღალი ხარისხის ტექნოლოგიური დანადგარების არქონა აფერხებს. 

„სხვადასხვა სისქისა და ფერის ტყავს ვაწარმოებთ. ადგილობრივ ნედლეულს ვიყენებთ. პროდუქციას ვყიდით საქართველოში და ჩვენი მომხმარებლები არიან ის მეწარმეები ვინც ფეხსაცმელებს, ჩანთებს, საფულეებსა და სხვადასხვა აქსესუარებს აწარმოებენ. თვეში გადავამუშავებთ დაახლოებით 5-6 ტონა ტყავს. ბაზარზე სულ სამი ადგილობრივი საწარმოა. ძირითადად კონკურენციას გვიწევს თურქული პროდუქცია. თურქული ტყავი კონკურენციას გვიწევს ფასშიც და ხარისხშიც. ტყავის გადამამუშავებელი დანადგარები ძვირია. ხარისხიანი პროდუქციის მისაღებად კი ახალი ტექნოლოგიებია საჭირო“, - ამბობს ზურაბ მჟავანაძე.  

მისი თქმით, საქართველოში ტყავის წარმოებისთვის ძირითადი გამოწვევაა ადგილობრივი ნედლეული. 

„ტყავის წარმოებისთვის საჭირო მასალა უხარისხოა. პირუტყვი უნდა იყოს აცრილი, ტყავი არ უნდა იყოს გაჯერებული ბაქტერიებით. საქართველოში მსხვილფეხა პირუტყვის მოვლა სათანადოდ არ ხდება. ამიტომ ქართულ ტყავზე მოთხოვნა არ გაზრდილა. იმდენად არასტაბილურია ადგილობრივი ბაზარი, რომ სამომავლო გეგმებზე ვერ ვსაუბრობ. საჭიროა ინვესტიცია ტექნოლოგიებსა და მანქანა-დანადგარებში, რომ უფრო ხარისხიანი ტყავი ვაწარმოოთ. საკმაოდ დიდი ინვესტიციაა საჭირო, რომლის განხორციელებაც არ ღირს, რადგან საქართველოს ნედლეულის ბაზარი სტაბილური არ არის“, - ამბობს მეწარმე. 

კომპანია „ქართული ტყავი“, ადგილობრივ ბაზაზე 1996 წლიდან ოპერირებს. საწარმო თბილისში მდებარეობს, დასაქმებულია 5 ადამიანი.  

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები