დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვაკეში KFC-ის მე-17 რესტორანი ახალ მისამართზე დაბრუნდა

ვაკეში KFC-ის მე-17 რესტორანი ახალ მისამართზე დაბრუნდა

2024-03-04 20:43:00

„ქეი ეფ სი საქართველო“ რესტორნების ქსელის გაფართოებას განაგრძობს - კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით მეჩვიდმეტე ობიექტი განახლებულ მისამართზე გახსნა.

ქეი ეფ სი-ს ახალი რესტორანი სტუმრებს თბილისში, ჭავჭავაძის გამზ.N30-ში უმასპინძლებს.

KFC (Kentucky Fried Chicken) ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ქსელია, რომელიც სახელგანთქმულია ქათმის მომზადების ლეგენდარული ,საიდუმლო რეცეპტით. იგი 1930 წელს დაარსდა კენტუკის შტატში (აშშ) კოლონელ ჰარლანდ სანდერსის მიერ, რომელმაც უმოკლეს ვადაში შეძლო სახელი გაეთქვა თავისი რეცეპტებით არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

საქართველოში „ქეი ეფ სი“-ს რესტორნების ქსელი 2014 წლიდან ოპერირებს, კომპანია ყოველწლიურად განაგრძობს გაფართოებას და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.

ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ქეი ეფ სი“ გათვლილია 200-მდე სტუმარზე. რესტორანი იმუშავებს ყოველდღიურად 10:00 საათიდან 03:00 საათამდე, მიტანისა და თან წაღების სერვისით სარგებლობა ასევე იქნება შესაძლებელი 10:00 საათიდან 03:00 საათამდე. შეგახსენებთ, რომ „ქეი ეფ სის“ რესტორნები სრულად შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს.

„ქეი ეფ სი საქართველო“

„ქეი ეფ სი საქართველო“

KFC

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები