დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Wizz Air-ის დამატებითი ბარგი სულ რაღაც 9 ევროდ

Wizz Air-ის დამატებითი ბარგი სულ რაღაც 9 ევროდ

2024-02-26 14:57:00

Wizz Air-ის დამატებითი ბარგი სულ რაღაც 9 ევროდ - ეს შეცდომა არ არის, ნამდვილი ფასია. როგორც Wizz Air-ის განცხადებაშია აღნიშნული, ეს შეთავაზება შეიძლება დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ხუმრობა არ არის.

„დაჯავშნეთ დამატებითი ბარგი, დაამატეთ WIZZ Priority თქვენს ჯავშანს ან აირჩიეთ სასურველი ადგილი ფიქსირებულ ფასად — 9 ევროდ და იმგზავრეთ 26 მარტამდე. შეთავაზება მოქმედია 26 თებერვალს და ვრცელდება 26 თებერვლიდან 26 მარტის ჩათვლით ფრენებს. ფასი, 9 ევრო (ან ეკვივალენტი ადგილობრივ ვალუტაში), ვრცელდება მაქსიმუმ 20 კგ-იანი რეგისტრირებული ბარგის საფასურზე, WIZZ Priority-ს სერვისზე, სტანდარტული ადგილის (წინა რიგისა და ფეხებისთვის დამატებითი სივრცის მქონე ადგილების გამოკლებით) შერჩევაზე. შეთავაზების გამოყენება შესაძლებელია რამდენიმეჯერ, მათ შორის, ერთსა და იმავე ჯავშანშიც. ყველა სერვისის რაოდენობა შეზღუდულია და გარანტირებულად არ იქნება ხელმისაწვდომი ყველა დღესა და ფრენაზე. შეზღუდვები და/ან ხარჯები შეიძლება მოქმედებდეს. ეს შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ wizzair.com-სა და WIZZ მობილურ აპში გაფორმებულ ჯავშნებზე. არ მოქმედებს ჯგუფურ ჯავშნებზე“, - აცხადებენ ავიაკომპანიაში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

36 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები