დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
18 წლამდე სოცდაუცველებს, რომლებიც ონკოლოგიურ დაავადებებს უცხოეთში იმკურნალებენ, შემწეობა არ შეუწყდებათ - დადგენილება

18 წლამდე სოცდაუცველებს, რომლებიც ონკოლოგიურ დაავადებებს უცხოეთში იმკურნალებენ, შემწეობა არ შეუწყდებათ - დადგენილება

2023-10-24 19:23:49

ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ უცხოეთში წასული არასრულწლოვანი სოცდაუცველების ოჯახებს არ შეუწყდებათ დახმარების მიღება, რომლებიც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთვებიან. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც „საკანონმდებლო მაცნეზეა“ ხელმისაწვდომი. 

“ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით პერიოდის გამოთვლისას არ გაითვალისწინება ის პერიოდი, როდესაც ოჯახის 18 წლამდე ასაკის წევრის ან/და მისი თანმხლები ოჯახის წევრის საზღვარგარეთ ყოფნა უკავშირდება აღნიშნული 18 წლამდე ასაკის პირის ონკოლოგიური დიაგნოზის გამო უცხოეთში მკურნალობას და მკურნალობის ხარჯი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამ პუნქტით გათვალისწინებული საგამონაკლისო პერიოდის განსაზღვრა ხორციელდება ა(ა)იპ – საქართველოს სოლიდარობის ფონდის მიერ მოწოდებული წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე (მკურნალობის დაწყებისა და დასრულების თარიღები) შეთანხმებული ფორმატით,”- ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.

იგივე თემაზე: 

ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობისთვის, განცხადებების მიღება დაიწყო

ონკოლოგიური დიაგნოზის ბავშვებს თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებშიც ექნება მკურნალობა დაუფინანსდებათ

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

15 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები