დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2012 წელთან შედარებით, ღვინის ექსპორტი $187 მლნ-ით არის გაზრდილი

2012 წელთან შედარებით, ღვინის ექსპორტი $187 მლნ-ით არის გაზრდილი

2023-12-18 16:17:00

11 თვის მდგომარეობით საქართველოდან ექსპორტირებულია 1.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც  16%-ით აღემატება გასული წლის პერიოდის მაჩვენებელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, 2012 წლის 11 თვის მონაცემებით საქართველოდან ექსპორტირებული იყო 465 მლნ აშშ დოლარის ღირებულების  პროდუქცია და მიმდინარე წელს უკვე ექსპორტირებული არის 838 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია.

„2012 წლის 11 თვის მონაცემებით საქართველოდან ექსპორტირებული იყო 465 მლნ აშშ დოლარის ღირებულების  პროდუქცია და მიმდინარე წელს უკვე ექსპორტირებული არის 838 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია,  ანუ 180%-იანი ზრდა გვაქვს აქაც. 

მე მინდა შევეხო ასევე, რამდენიმე კონკრეტულ მონაცემს, რომელიც უკავშირდება ასევე ქართული ოცნების მმართველობას, ზოგადად ღვინის ინდუსტრია და ზოგადად მევენახეობის განვითარება ჩვენი ერთერთი მთავარი მიმართულება იყო.  

2012 წელთან შედარებით გაზრდილია ღვინის ექსპორტი 187 მლნ აშშ დოლარით - 290%-ით ბოლო 11 წელიწადში. სპირტიანი სასმელების ექსპორტი განხორციელდა 140 მილიონი დოლარის ღირებულების, აქაც გვაქვს დაახლოებით 75 პროცენტიანი ზრდა. ტენდენცია, რა თქმა უნდა, გრძელდება წელსაც, წელს 11 თვის მონაცემებით ღვინის ექსპორტმა მიაღწია უკვე 241 მლნ აშშ დოლარს. 

თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შედეგად  ევროკავშირში ღვინის ექსპორტი გაზრდილი არის 130%-ით, ასევე ვითარდება თხილის წარმოება. მე მინდა გითხრათ, რომ მთავრობამ უკვე წელს 21 მილიონი ლარი გამოუყო ფერმერებს და ჩვენ ამ მიმართულებას რა თქმა უნდა გავაგრძელებს 2024 წელსაც, ექსპორტის 70 პროცენტი ევროკავშირში ხორციელდება და ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ ჩვენს ფერმერებს, რომ კიდევ უფრო გაზარდონ თხილის წარმოება.

კიდევ ერთი მონაცემი რაც მინდა გაგიზიაროთ, 2012 წელს ღვინის საწარმოების და მარნების რაოდენობა ჯამში იყო 40,  2012 წელს 40 ღვინის საწარმო და მარანი იყო ქვეყანაში, დღეს - 2500 აღწევს ღვინის საწარმოების და მარნების რაოდენობა, აი ამხელა პროგრესი გვაქვს ბოლო 11 წელიწადში. 

რა თქმა უნდა ჩვენ ვავითარებთ და მაქსიმალურად მეტ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ მეტი მიწა გაწყლოვანდეს, სარწყავი წყლით უზრუნველყოფა იყო ერთერთი მთავარი მიმართულება ჩვენი მთავრობის. 

2012 წელს 45 000 ჰექტარი მიწა იყო გაწყლოვანებული. ეს ფართობი 163 000 ჰექტრამდე გაიზარდა ბოლო 11 წელიწადში;  მიმდინარეობს ამჟამად  98 მლნ ლარის ღირებულების 48 სამელიორაციო კაპიტალური ობიექტის რეაბილიტაცია", -  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები