დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2023 წელს კონტეინერების დამუშავების მაჩვენებელი 66%-ით გაიზარდა - APM Terminals Poti

2023 წელს კონტეინერების დამუშავების მაჩვენებელი 66%-ით გაიზარდა - APM Terminals Poti

2024-01-10 02:52:00

ნოემბრის შემცირების შემდეგ ფოთის პორტში კონტეინერების დამუშავების მაჩვენებელი დეკემბერში გაზრდილია. მთლიანობაში კი APM Terminals Poti-ს მონაცემებით, 2023 წელს 592,589 TEU კონტეინერი დამუშავდა, რაც წლიურად 66%-ით მეტია ვიდრე 2022 წელს. 

გასულ წელს დამუშავდა 80 454 ავტომობილი, მაჩვენებელი წლიურად 69%-ით არის გაზრდილი.  გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღებაც. APM Terminals Poti-მ  56%-ით მეტი, ანუ 330 საკონტეინერო გემი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ APM Terminals Poti პორტის გაფართოება-განვითარებას გეგმავს, რაზეც დაახლოებით 200 მლნ დოლარის ინვესტიციის დაბანდება იგეგმება. პროექტის განხორციელების შედეგად პორტი 65 000 ტონიან გემების მომსახურებას შეძლებს. ამ დროისთვის პორტის მმართველი კომპანია ეკონომიკის სამინისტროსგან საბოლოო დასტურს ელოდება. 

წინასწარი ინფორმაციით, ფოთის პორტის გაფართოების პროექტის დაწყება 2024 წლის პირველ ნახევარში იგეგმება, პროექტი ორ ფაზად იყოფა და პირველი ეტაპი სავარაუდოდ 2026 წლის პირველ კვარტალში დასრულდება და ის საკონტეინერო ტერმინალის განვითარებას და ტვირთების გაზრდის შესაძლებლობას შექმნის.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები