დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წელს ტურიზმის შემოსავლები $4.5 მლრდს მიაღწევს - Galt & Taggart

2024 წელს ტურიზმის შემოსავლები $4.5 მლრდს მიაღწევს - Galt & Taggart

2024-01-15 13:26:00

ჩვენი შეფასებით, 2023 წლის დეკემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 330 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა (+21.0% წ/წ მიგრაციის ეფექტის გამორიცხვით), - ნათქვამია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.

ჯამურად, 2023 წელს ტურიზმის შემოსავლებმა 4.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+19.2% წ/წ).

„ჩვენი პროგნოზით, 2024 წელს ტურიზმის შემოსავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარს (+7.0% წ/წ) მიაღწევს, რაც ითვალისწინებს საერთაშორისო ვიზიტორების სრულად აღდგენას პანდემიამდელ დონესთან შედარებით“, - ნათქვამია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები