დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წლიდან ,,ოტო მოტორსს“ სამი ახალი ფილიალი დაემატება

2024 წლიდან ,,ოტო მოტორსს“ სამი ახალი ფილიალი დაემატება

2023-11-10 16:00:16

,,ოტო მოტორსი“ 28 წელია, რაც ბაზარზეა და სრულად მომხმარებელზე კონცენტრირებული კომპანიაა. კომპანია წლიდან წლამდე სტაბილურად იზრდება. შესაბამისად, მატულობს მოთხოვნა იმ მრავალფეროვან სერვისზე, რასაც „ოტო მოტორსი“ მომხმარებელს სთავაზობს.

კომპანია მდგრად განვითარებას აგრძელებს. როგორც კომპანიის წარმომადგენელი Business Insider Georgia - თან აღნიშნავს, მომავალი წლიდან რამდენიმე დიდი პროექტი განხორციელდება. გაიზრდება როგორც წარმოდგენილი საქონლის მრავალფეროვნება, ასევე 3 ახალი ფილიალი დაემატება.

,,ოტო მოტორსი სრულად ფარავს ავტო მფლობელის საჭიროებებს როგორც პროდუქციის, ასევე მომსახურების მიმართულებით. 28 წელია მთელი საქართველოს მასშტაბით წარმატებით მუშაობს ჩვენი სადისტრიბუციო ქსელი, რომელიც საბითუმო მომხმარებლებს ამარაგებს საცხებ საპოხი მასალებით, სათადარიგო ნაწილებით, ავტომობილის აქსესუარებითა და დანადგარებით. სერვის ცენტრი უკვე 7 წელია ავტო მფლობელებს სთავაზობს სრულ სერვისს, რომელიც მოიცავს როგორც ვიზუალური დაზიანების აღდგენას ქარხნული სტანდარტების დაცვით, ასევე ავტომობილისთვის საჭირო ნებისმიერი გეგმური თუ არაგეგმური სამუშაოების შესრულებას.

წლების განმავლობაში ვცდილობთ, მაქსიმალურად კომფორტული სერვისების შეთავაზებას ჩვენი მომხმარებლებისთვის, რომლებიც გვანდობენ საკუთარი ავტომობილების მოვლასა და შეკეთებას. ჩვენი მიზანია,  გავუმარტივოთ მოქალაქეებს ავტომობილის მოვლის პროცესი, რაზეც მაღალკვალიფიციური მენეჯერებისა და ტექნიკოსების გუნდი ზრუნავს“, - აცხადებს „ოტო მოტორსის“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამარ ბაქრაძე. 

რაც შეეხება ერთ-ერთ წარმოდგენილ პროდუქციას - ძრავის ზეთებს, სხვა კატეგორიის პროდუქციასთან ერთად მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

„იმპორტი მსოფლიოს 15-ზე მეტი ქვეყნიდან ხორციელდება. კომპანიის შოურუმებში შეხვდებით როგორც ბიუჯეტურ, ასევე პრემიუმ ხარისხის პროდუქციას. ,,სერვისებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე მაღალი ტემპით იზრდება, ჩვენი ბაზარზე პოზიციონირება მიმართულია მხოლოდ ხარისხიანი მომსახურებისკენ, რაც მომხმარებელს ძალიან მოსწონს, სწორედ ამიტომ ყოველი მეორე ახალი მომხმარებელი რეკომენდაციით არის მოსული, რაც მიუთითებს კმაყოფილების ძალიან მაღალ პროცენტზე.

რაც შეეხება სამომავლო გეგმას, 2024 წლიდან რამდენიმე დიდი პროექტი განხორციელდება. გაიზრდება როგორც წარმოდგენილი საქონლის მრავალფეროვნება, ასევე დაგვემატება 3 ფილიალი. მნიშვნელოვანი სიახლეები გვექნება მომხმარებელთა ლოიალურობის მიმართულებითაც და ბაზარზე ახალ პროდუქტს წარვადგენთ, რაც კიდევ უფრო მიმართული იქნება ხარისხიანი მომსახურებისკენ და ავტომობილის მოვლა-შეკეთების ხარჯების დაზოგვისკენ“, - აცხადებს თამარ ბაქრაძე Business Insider Georgia- თან.

ცნობისთვის, ,,ოტო მოტორსი“ ფლობს თბილისში 6 ფილიალს და ახალი ცენტრალიზებული საწყობის მშენებლობა უკვე დაწყებულია ქალაქგარეთ. კომპანიაში ამ ეტაპზე 150 თანამშრომელია დასაქმებული.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები