დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
3 ნოემბერს ბათუმში სამშენებლო სექტორის B2B ღონისძიება გაიმართება

3 ნოემბერს ბათუმში სამშენებლო სექტორის B2B ღონისძიება გაიმართება

2023-10-26 09:00:14

GCMC-ის ორგანიზებით, GIZ-სა და გერმანიის მთავრობის და საქართველოს ბანკის  მხარდაჭერით, ქალაქ ბათუმში, სასტუმრო რუმსში,  სამშენებლო სექტორის B2B ღონისძიება 3 ნოემბერს გაიმართება.  მისი მიზანი სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა, ადგილობრივი ბაზრის განვითარება და იმპორტდამოკიდებულების შემცირებაა, რაც საბოლოოდ ქართულ წარმოებისა და სამშენებლო  სექტორს შორის ბიზნეს კავშირებს გაამყარებს.   
ღონისძიების დეტალებს Business Insider Georgia- თან ქართული სამშენებლო მასალების კლასტერ ,,GCMC " ხელმძღვანელი მარიამ ცაიშვილი საუბრობს.

მისი ინფორმაციით, ღონისძიება იმართება GNARE-ს პარტნიორობით და FIABCI Georgia-სა და ICCA-ის მხარდაჭერით. ფორუმის მიზანი, ადგილობრივი წარმოებისა და სამშენებლო სექტორის საქმიანი ურთიერთობის ხელშეწყობაა.

,,ჩვენი ქვეყანა სამშენებლო მასალების კუთხით დიდწილად იმპორტზე არის დამოკიდებული. თუმცა ბოლო პერიოდში  წარმოების ხარისხი, მრავალფეროვნება და მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. გვინდა, რომ იმპორტდამოკიდებულება ჩანაცვლდეს და ადგილობრივმა წარმოებამ უფრო მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს სამშენებლო სექტორში. შესაბამისად,  მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივ წარმოებასა და სამშენებლო  სექტორს შორის ბიზნეს კავშირების გამყარებას.  კლასტერის ერთერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ გაყიდვების ხელშეწყობაა როგორც ქართულ ბაზარზე, ასევე ქვეყნის გარეთ და ეს   B2B ღონისძიება სექტორს სწორედ ამ მიზნის მიღწევაში დაეხმარება. - აცხადებს მარიამ ცაიშვილი .

,,აჭარის რეგიონში ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი და განვითარებული სეგმენტი არის  დეველოპერული მიმართულება. ამ მხრივ იგი საკმაოდ აქტიური რეგიონია და გვინდა, რომ ხელი შევუწყოთ ბიზნესს,  იცოდნენ რა იწარმოება ჩვენს ქვეყანაში, ხარისხი  რამდენად კარგია, როგორი ფასებია და სხვა.

მონაწილეობით დაინტერესებულ კომპანიებს  ჯერ კიდევ შეუძლიათ მოგვმართონ  (როგორც მასალების მწარმოებლმა   ისე  სამშენებლო დეველოპერულმა კომპანიებმა)  
გამოგვიგზავნოთ  ამ მისამართზე : tsaishvilim@gmail.com  კომპანიის დასახელება და სფერო, რეგისტრაციისათვის - ამბობს მარიამ ცაიშვილი.  

ცნობისთვის, ფორუმი ორი ნაწილისგან შედგება:  სადისკუსიო პანელი - სამშენებლო დეველოპერული სექტორის /სამშენებლო მასალების წარმოების სექტორის მიმოხილვა და პროგნოზები. 
კომპანიების პრეზენტაციები და B2B შეხვედრები მასალების მწარმოებლებსა და სამშენებლო დეველოპერულ კომპანიებს შორის.

ღონისძიების სპონსორები არიან: საქართველოს ბანკი, giz, CNARE, ICCR, FIABCI, Enterpreneur, Business Insider Georgia.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები